ფსალმუნები 6:1—10
გუნდის ხელმძღვანელს: შემინითში* აწყობილი სიმებიანი საკრავების თანხლებით. დავითის საგალობელი.
6 იეჰოვა, შენი რისხვით ნუ შემაგონებდა შენი მრისხანებით ნუ დამსჯი.+
2 წყალობა მიყავი, იეჰოვა, რადგან ძალა გამომეცალა.
განმკურნე, იეჰოვა,+ ვინაიდან შემეძრა ძვლები.
3 დიდად შეძრწუნებული ვარ;+მიპასუხე, იეჰოვა, როდემდე უნდა ვიყო ასე?!+
4 იეჰოვა, მომხედე და მიხსენი,+მიხსენი შენი ურყევი სიყვარულის* გამო,+
5 რადგან მკვდარი ვეღარ გახსენებს,ვერავინ შეგასხამს ხოტბას სამარიდან*.+
6 დამქანცა ოხვრამ;+მთელი ღამე ცრემლით ვასველებ საწოლს,ცრემლები იღვრება ჩემი ტახტიდან.+
7 მწუხარებისგან თვალი დამებინდა,+თვალში სინათლე დამეშრიტა ჩემი მტრების გამო.
8 მომშორდით ავისმქნელნო,რადგან მოისმენს იეჰოვა ჩემს მოთქმას.+
9 მომისმენს იეჰოვა, როცა წყალობას ვთხოვ;+შეისმენს იეჰოვა ჩემს ლოცვას.
10 შერცხვებიან და შეძრწუნდებიან ჩემი მტრები,სწრაფად უკუიქცევიან სირცხვილნაჭამნი.+
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).