ფსალმუნები 20:1—9

  • ღმერთი ხსნას მოუვლენს თავის ცხებულ მეფეს.

    • „ზოგი ეტლებზე ამყარებს იმედს, ზოგი — ცხენებზე, ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ვართ დაიმედებული“ (7).

გუნდის ხელმძღვანელს. დავითის საგალობელი. 20  იეჰოვამ გიპასუხოს გაჭირვების დღეს! იაკობის ღვთის სახელმა დაგიფაროს!+   შველა მოგივლინოს თავისი წმინდა ადგილიდან+და სიონიდან გაგამაგროს!+   ახსოვდეს ყველა შენი ძღვენიდა მოიწონოს შენი დასაწვავი მსხვერპლი! (სელა)   აგისრულოს გულის წადილი+და ხელი მოგიმართოს ყველაფერში!   სიხარულით ვიყიჟინებთ, რადგან შენ ხარ მხსნელი,+ჩვენი ღვთის სახელით ალმებს აღვმართავთ.+ იეჰოვამ შეგისრულოს ყველა სათხოვარი!   ახლა ვუწყი, რომ იეჰოვაა თავისი ცხებულის მხსნელი.+ ის პასუხობს მას თავისი ზეციერი წმინდა სამყოფლიდან,დიდებულ ხსნას მოუვლენს თავისი მარჯვენით.+   ზოგი ეტლებზე ამყარებს იმედს, ზოგი — ცხენებზე,+ჩვენ კი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახელზე ვართ დაიმედებული.+   წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი,ჩვენ კი წამოვდექით და წელში გავიმართეთ.+   იეჰოვა, იხსენი მეფე!+ გვიპასუხებს, როცა საშველად მოვუხმობთ.+

სქოლიოები