ფსალმუნები 122:1—9

  • ლოცვა იერუსალიმის მშვიდობისთვის.

    • იეჰოვას სახლში წასვლით გამოწვეული სიხარული (1).

    • მჭიდროდ ნაშენი ქალაქი (3).

აღსავალი სიმღერა. დავითის ფსალმუნი. 122  გავიხარე, როცა მითხრეს, იეჰოვას სახლში წავიდეთო,+  2  და აი, უკვე ფეხი შემოვდგითშენს კარიბჭეებში, იერუსალიმო.+  3  მჭიდროდაა ნაშენი იერუსალიმი,ერთიანია მთელი ქალაქი.+  4  ადიან იქ ტომები,იაჰის* ტომები,რომ განადიდონ იეჰოვას სახელიისრაელისთვის მიცემული მითითების* თანახმად.+  5  იქ დგას სასამართლო ტახტები,+ტახტები დავითის შთამომავლობისთვის.+  6  ილოცეთ იერუსალიმის მშვიდობისთვის;+ უსაფრთხოდ იქნებიან შენი* მოყვარულნი.  7  კვლავაც მშვიდობა იყოს შენს ზღუდეებს შორის,სიმშვიდე — შენს გამაგრებულ კოშკებში.  8  ჩემს მოძმეთა და მეგობართა გამო გეტყვი: „მშვიდობა შენდა!“  9  ჩვენი ღვთის, იეჰოვას, სახლის გულისთვის+შენს კეთილდღეობაზე ვილოცებ.

სქოლიოები

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
დედანში ეს სიტყვა ნათქვამის გამეორების, შეხსენების აზრს ატარებს.
იგულისხმება იერუსალიმი.