რიცხვები 28:1—31
28 იეჰოვამ მოსეს უთხრა:
2 «უბრძანე ისრაელებს, რომ მომიტანონ ჩემი შესაწირავი, ჩემი პური. ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, როგორც საამო* სურნელება, დანიშნულ დროს უნდა გაიღონ.+
3 უთხარი მათ: „აი, რა უნდა მიუტანოთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად: ორი ერთწლიანი საღი მამალი თოხლი ყოველდღიურად დასაწვავ მსხვერპლად.+
4 დილით ერთი მამალი თოხლი შესწირეთ და შებინდებისას* — მეორე მამალი თოხლი+
5 მარცვლეულ შესაწირავთან, მეათედ ეფა* წმინდად დაფქულ ფქვილთან ერთად, რომელსაც მეოთხედი ჰინი* ზეთისხილის საუკეთესო ზეთი ექნება მოსხმული.+
6 ეს არის ყოველდღიური დასაწვავი მსხვერპლი,+ რის შესახებაც სინაის მთასთან გეუწყათ, საამო სურნელება, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის,
7 დასაღვრელ შესაწირავთან ერთად; თითო მამალ თოხლთან+ ერთად მეოთხედი ჰინი უნდა შეიწიროს. მათრობელი სასმელი, როგორც დასაღვრელი შესაწირავი, წმინდა ადგილზე დაღვარე იეჰოვასთვის.
8 მეორე მამალი თოხლი შებინდებისას შესწირეთ; მასთან ერთადაც მიიტანეთ მარცვლეული შესაწირავი და დასაღვრელი შესაწირავი, როგორც დილას. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის.+
9 შაბათობით+ შესწირეთ ორი საღი ერთწლიანი მამალი თოხლი დასაღვრელ შესაწირავთან ერთად და ორი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი მარცვლეულ შესაწირავად.
10 ეს არის შაბათის დასაწვავი მსხვერპლი ყოველდღიურ დასაწვავ მსხვერპლთან და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად.+
11 იეჰოვას ყოველი თვის დასაწყისში დასაწვავ მსხვერპლად შესწირეთ ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი საღი მამალი თოხლი.+
12 თითოეულ მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად+ შესწირეთ სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი, ვერძთან+ ერთად მარცვლეულ შესაწირავად — ორი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი,
13 ხოლო თითოეულ მამალ თოხლთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად — მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი; ეს არის დასაწვავი მსხვერპლი, საამო სურნელება,+ ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.
14 მოზვერთან ერთად დასაღვრელ შესაწირავად ნახევარი ჰინი ღვინო შესწირე,+ ვერძთან ერთად — მესამედი ჰინი,+ ხოლო მამალ თოხლთან ერთად — მეოთხედი ჰინი.+ ეს არის ყოველთვიური დასაწვავი მსხვერპლი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში უნდა იწირებოდეს.
15 ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა და დასაღვრელი შესაწირავის გარდა იეჰოვას ერთი თიკანიც შესწირეთ ცოდვის შესაწირავად.
16 პირველი თვის მე-14 დღეს იეჰოვას პასექი იქნება,+
17 ამავე თვის მე-15 დღეს დღესასწაული გამართეთ. შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ.+
18 პირველ დღეს წმინდა შეკრება იქნება; არ იმუშაოთ.
19 შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავ შესაწირავად ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი მამალი თოხლი. თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს.+
20 მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმული+ წმინდად დაფქული ფქვილი შესწირეთ, ხოლო ვერძთან ერთად — ორი მეათედი ეფა;
21 შვიდივე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად მეათედი ეფა შესწირეთ.
22 ერთი თხა ცოდვის შესაწირავად, თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად, შესწირეთ.
23 დილის დასაწვავი მსხვერპლის გარდა, რაც ყოველდღიურად უნდა იწირებოდეს, ესენიც შესწირეთ.
24 ეს ყველაფერი შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღიურად შესწირეთ; ეს არის პური, ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი, საამო სურნელება იეჰოვასთვის; შესწირეთ ყოველდღიურად დასაწვავ მსხვერპლთან და დასაღვრელ შესაწირავთან ერთად.
25 მეშვიდე დღეს წმინდა შეკრება გამართეთ;+ არ იმუშაოთ.+
26 პირველმოწეული ნაყოფის დღეს,+ როცა ახალ მარცვლეულ შესაწირავს მიუტანთ იეჰოვას,+ კვირების დღესასწაულზე წმინდა შეკრება უნდა გამართოთ;+ არ იმუშაოთ.+
27 შესწირეთ იეჰოვას ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი როგორც საამო სურნელება: ორი მოზვერი, ერთი ვერძი და შვიდი ერთწლიანი მამალი თოხლი.+
28 თითოეულ მოზვერთან ერთად მარცვლეულ შესაწირავად მიიტანეთ სამი მეათედი ეფა ზეთმოსხმული წმინდად დაფქული ფქვილი, ვერძთან ერთად — ორი მეათედი ეფა,
29 და შვიდივე მამალი თოხლიდან თითოეულთან ერთად — მეათედი ეფა;
30 ერთი თიკანი თქვენთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად შესწირეთ.+
31 ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლისა და მარცვლეული შესაწირავის გარდა დასაღვრელ შესაწირავთან ერთად ესენიც შესწირეთ. თითოეული შესაწირავი საღი უნდა იყოს“».+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.
^ სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.
^ იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
^ ჰინი უდრიდა 3,67 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.