რიცხვები 13:1—33

  • 12 მზვერავის გაგზავნა ქანაანში (1—24).

  • 10 მზვერავის მიერ მოტანილი ცუდი ამბავი (25—33).

13  იეჰოვამ მოსეს უთხრა:  „გაგზავნე კაცები ქანაანის მიწის დასაზვერად, რომელსაც ისრაელებს ვაძლევ. თითო ტომიდან თითო კაცი გაგზავნე, თავკაცები“.+  გაგზავნა მოსემ ისინი ფარანის უდაბნოდან+ იეჰოვას ბრძანებისამებრ. ყველანი ისრაელის თავკაცები იყვნენ.  ესენი იყვნენ: შამუა, ზაქურის ვაჟი, რეუბენის ტომიდან;  შაფატი, ხორის ვაჟი, სიმონის ტომიდან;  ქალები,+ იეფუნეს ვაჟი, იუდას ტომიდან;  იგალი, იოსების ვაჟი, ისაქარის ტომიდან;  ჰოშეა,+ ნავეს ვაჟი, ეფრემის ტომიდან;  ფალტი, რაფუს ვაჟი, ბენიამინის ტომიდან; 10  გადიელი, სოდის ვაჟი, ზებულონის ტომიდან; 11  გადი, სუსის ვაჟი, იოსების ტომიდან,+ მენაშეს ტომიდან;+ 12  ამიელი, გემალის ვაჟი, დანის ტომიდან; 13  სეთური, მიქაელის ვაჟი, აშერის ტომიდან; 14  ნახბი, ვოფსის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან; 15  გეუელი, მაქის ვაჟი, გადის ტომიდან. 16  ესენი გაგზავნა მოსემ მიწის დასაზვერად. მოსემ ჰოშეას, ნავეს ძეს, სახელი გადაარქვა; მას იესო*+ დაარქვა. 17  როდესაც მოსე ქანაანის მიწის დასაზვერად გზავნიდა მათ, უთხრა: „ამ გზით წადით ნეგებში და იქიდან მთიან მხარეში გადადით;+ 18  დაზვერეთ იქაურობა და ნახეთ,+ როგორი ხალხი ცხოვრობს, ძლიერები არიან თუ არა, ცოტანი არიან თუ ბევრნი, 19  როგორი მიწაა, კარგი თუ ცუდი, გალავნიან ქალაქებში ცხოვრობენ თუ უგალავნოში, 20  როგორი ნიადაგია, ნოყიერია თუ არა,+ არის იქ ხეები თუ არა; არ შეგეშინდეთ+ და წამოიღეთ იმ მიწის ნაყოფი“. იმ დროს ყურძენი უკვე მწიფდა.+ 21  წავიდნენ და დაზვერეს ქანაანის მიწა ცინის უდაბნოდან+ რეხობამდე+ და რეხობიდან ლებო-ხამათამდე.+ 22  ჩავიდნენ ნეგებში; შემდეგ ხებრონში+ წავიდნენ. იქ ანაკიმები+ — ახიმანი, შეშაი და თალმაი+ ცხოვრობდნენ. ხებრონი ეგვიპტის ცოანზე შვიდი წლით ადრე აშენდა. 23  მივიდნენ ეშქოლის ხევში,+ მოჭრეს ვაზის მტევნიანი რქა და ორმა კაცმა კეტით წამოიღო; წამოიღეს ბროწეულიცა და ლეღვიც.+ 24  იმ ადგილს ეშქოლის* ხევი+ უწოდეს იმ მტევნის გამო, რომელიც ისრაელებმა მოჭრეს იქ. 25  იმ მიწას 40 დღე+ ზვერავდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ. 26  მივიდნენ მოსესთან, აარონთან და ისრაელის მთელ კრებულთან ფარანის უდაბნოში, კადეშთან.+ მიუტანეს ამბავი მთელ ხალხს და აჩვენეს იმ მიწის ნაყოფი. 27  აი, რა უამბეს მოსეს: „დავზვერეთ ის მიწა, შენ რომ გაგვგზავნე. იქ მართლა რძე და თაფლი მოედინება;+ აი მისი ნაყოფი.+ 28  თუმცა იმ მიწაზე გალავნიანი ქალაქებია და ძლიერი ხალხი ცხოვრობს. იქ ანაკიმებიც ვნახეთ.+ 29  ნეგების+ მიწაზე ამალეკელები+ ცხოვრობენ, მთიან მხარეში — ხეთელები, იებუსელები+ და ამორეველები,+ ზღვის პირას+ და მდინარე იორდანის გასწვრივ კი — ქანაანელები“.+ 30  ქალებ იეფუნეს ძემ მოსესთან მყოფი ხალხის დამშვიდება სცადა: „ახლავე წავიდეთ; დავიპყრობთ იმ მიწას, უეჭველად გავიმარჯვებთ“.+ 31  მაგრამ დანარჩენმა მზვერავებმა მიუგეს: „ჩვენ ვერ გავილაშქრებთ მათ წინააღმდეგ; ისინი ჩვენზე ძლიერები არიან“.+ 32  გულს უტეხდნენ ისრაელებს+ და იმ მიწის შესახებ, რომელიც დაზვერეს, ეუბნებოდნენ: „მიწა, რომელიც დავზვერეთ, ნთქავს მასზე მცხოვრებთ. ვინც კი ვნახეთ, ყველანი უჩვეულოდ დიდები არიან.+ 33  ვნახეთ ბუმბერაზები*, ანაკის შთამომავლები,+ ბუმბერაზთა შთამომავლები. მათ გვერდით კალიებივით ვჩანდით“.

სქოლიოები

ებრ. „იეჰოშუა“, ნიშნავს: „იეჰოვაა ხსნა“.
ნიშნავს „ყურძნის მტევანს“.
სიტყვასიტყვით — „ნეფილიმი“.