რიცხვები 1:1—54

  • მამაკაცების აღრიცხვა რაზმებისთვის (1—46).

  • ლევიანები არ აღრიცხულან (47—51).

  • ბანაკის განლაგება (52—54).

1  სინაის უდაბნოში,+ შეხვედრის კარავში,+ ეგვიპტიდან გამოსვლის მე-2 წელს, მე-2 თვის პირველ დღეს+ იეჰოვამ მოსეს უთხრა:  „აღრიცხეთ+ მთელი ისრაელი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით, ყველა მამაკაცი.  რაზმების მიხედვით აღრიცხეთ შენ და აარონმა ყოველი ბრძოლისუნარიანი ებრაელი, 20 წლიდან ზევით.+  წაიყვანეთ თითო კაცი ყოველი ტომიდან, საგვარეულოების შტოთა თავკაცები.+  აი ვინ უნდა წაიყვანოთ: რეუბენის ტომიდან — ელიცური,+ შედურის ვაჟი;  სიმონის ტომიდან — შელუმიელი,+ ცურიშადაის ვაჟი;  იუდას ტომიდან — ნახშონი,+ ამინადაბის ვაჟი;  ისაქარის ტომიდან — ნეთანელი,+ ცუარის ვაჟი;  ზებულონის ტომიდან — ელიაბი,+ ხელონის ვაჟი; 10  იოსების ვაჟებიდან: ეფრემის ტომიდან+ — ელიშამა, ამიჰუდის ვაჟი; მენაშეს ტომიდან — გამალიელი, ფედაცურის ვაჟი; 11  ბენიამინის ტომიდან — აბიდანი,+ გედეონის ვაჟი; 12  დანის ტომიდან — ახიეზერი,+ ამიშადაის ვაჟი; 13  აშერის ტომიდან — ფაგიელი,+ ოქრანის ვაჟი; 14  გადის ტომიდან — ელიასაფი,+ დეუელის ვაჟი; 15  ნაფთალის ტომიდან — ახირა,+ ენანის ვაჟი. 16  ესენი არიან ხალხიდან შერჩეულნი, თავ-თავიანთი ტომების თავკაცები,+ ისრაელის ათასეულთა მეთაურები“.+ 17  გამოიყვანეს მოსემ და აარონმა ღვთის მიერ შერჩეული თავკაცები. 18  მე-2 თვის პირველ დღეს შეკრიბეს მთელი ხალხი, რომ აღერიცხათ საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით, 20 წლიდან ზევით,+ 19  როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. სინაის უდაბნოში აღრიცხა მან ისინი.+ 20  აღირიცხნენ ისრაელის პირმშოს, რეუბენის, შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 21  რეუბენის ტომში სულ 46 500 კაცი აღირიცხა. 22  აღირიცხნენ სიმონის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 23  სიმონის ტომში სულ 59 300 კაცი აღირიცხა. 24  აღირიცხნენ გადის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 25  გადის ტომში სულ 45 650 კაცი აღირიცხა. 26  აღირიცხნენ იუდას შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 27  იუდას ტომში სულ 74 600 კაცი აღირიცხა. 28  აღირიცხნენ ისაქარის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 29  ისაქარის ტომში სულ 54 400 კაცი აღირიცხა. 30  აღირიცხნენ ზებულონის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 31  ზებულონის ტომში სულ 57 400 კაცი აღირიცხა. 32  აღირიცხნენ იოსების შთამომავლები ეფრემის ხაზით,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 33  ეფრემის ტომში სულ 40 500 კაცი აღირიცხა. 34  აღირიცხნენ მენაშეს შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 35  მენაშეს ტომში სულ 32 200 კაცი აღირიცხა. 36  აღირიცხნენ ბენიამინის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 37  ბენიამინის ტომში სულ 35 400 კაცი აღირიცხა. 38  აღირიცხნენ დანის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 39  დანის ტომში სულ 62 700 კაცი აღირიცხა. 40  აღირიცხნენ აშერის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 41  აშერის ტომში სულ 41 500 კაცი აღირიცხა. 42  აღირიცხნენ ნაფთალის შთამომავლები,+ ბრძოლისუნარიანი მამაკაცები 20 წლიდან ზევით, თავიანთი საგვარეულოების, შტოებისა და სახელების მიხედვით. 43  ნაფთალის ტომში სულ 53 400 კაცი აღირიცხა. 44  ესენი აღრიცხეს მოსემ, აარონმა და ისრაელის 12-მა თავკაცმა, რომლებიც თავ-თავიანთი საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. 45  ყველა ბრძოლისუნარიანი ებრაელი 20 წლიდან ზევით თავ-თავისი საგვარეულოების მიხედვით აღირიცხა. 46  სულ 603 550 კაცი აღირიცხა.+ 47  მაგრამ ლევის+ ტომი დანარჩენ ტომებთან ერთად არ აღრიცხულა.+ 48  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 49  „ლევის ტომი არ აღრიცხო, არ მიათვალო ის დანარჩენ ისრაელებს.+ 50  ლევიანებს ჩააბარე მოწმობის კარავი,+ მთელი მისი მოწყობილობა და ყველაფერი, რაც კარავს ეკუთვნის.+ მათი მოვალეობა კარვისა და მთელი მისი მოწყობილობის ტარება იქნება.+ კარავს მათ უნდა მიხედონ.+ ლევიანები კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ.+ 51  როცა კარვის გადაადგილება მოგიწევთ, ის ლევიანებმა უნდა დაშალონ+ და შემდეგ ააწყონ. თუ კარავს სხვა ვინმე* მიუახლოვდება, უნდა მოკვდეს.+ 52  თითოეულმა ებრაელმა მამაკაცმა კარავი მისთვის გამოყოფილ ბანაკში უნდა გაშალოს, რაზმებად დაბანაკებულ სამტომიან დანაყოფში.+ 53  ლევიანები მოწმობის კარვის გარშემო უნდა დაბანაკდნენ, რათა ისრაელებს ჩემი რისხვა არ დაატყდეთ.+ ლევიანებმა მოწმობის კარავზე უნდა იზრუნონ“.+ 54  ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები; ზუსტად ისე გააკეთეს.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „უცხო“; იგულისხმება ის, ვინც ლევის ტომს არ ეკუთვნის.