ნეემია 1:1—11

  • იერუსალიმიდან მოტანილი ამბავი (1—3).

  • ნეემიას ლოცვა (4—11).

1  ნეემიას*,+ ხაქალიას ვაჟის, სიტყვები: მე-20 წელს, ქისლევის თვეში, შუშანის* ციხე-დარბაზში ვიყავი.+  იუდადან ჩემი ერთ-ერთი ძმა, ხანანი,+ ჩამოვიდა სხვებთან ერთად. გამოვკითხე იერუსალიმისა და იმ იუდეველების ამბები, ტყვეობას რომ დააღწიეს თავი.+  მათ მითხრეს: „იუდას სამთავროში მყოფნი, ისინი, ვინც ტყვეობას დააღწია თავი, დიდად შევიწროებულნი და დამცირებულნი არიან.+ იერუსალიმის გალავანი დანგრეულია,+ ხოლო კარიბჭეები — დამწვარი“.+  ეს რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი+ და ვლოცულობდი ზეციერი ღვთის წინაშე;  ვთქვი: «იეჰოვა, ზეციერო ღმერთო, დიდებულო და შიშის მომგვრელო, შეთანხმებას რომ იცავ და ურყევი რომაა შენი სიყვარული* შენს მოყვარულთა, შენი მცნებების დამცველთა მიმართ!+  გთხოვ, ყური მომაპყარი და თვალს ნუ მომარიდებ! ისმინე შენი მსახურის ლოცვა, დღეს რომ მოგმართავს! დღედაღამ მოგმართავ+ შენი მსახურების, ისრაელების გამო და ვაღიარებ შენ წინაშე ისრაელების მიერ ჩადენილ ცოდვებს; შევცოდეთ მეც და ჩემმა ხალხმაც*.+  დიდად შეგცოდეთ,+ რომ არ დავიცავით შენი მსახური მოსესთვის მიცემული მცნებები, წესები და სამართალი.+  გთხოვ, გაიხსენე, რაც შენს მსახურ მოსეს უთხარი: „თუ ორგულად მოიქცევით, ხალხებში გაგფანტავთ,+  მაგრამ, თუ დამიბრუნდებით, დაიცავთ და შეასრულებთ ჩემს მცნებებს, ცის კიდემდეც რომ იყოთ დაფანტულნი, მაინც შეგკრებთ+ და მიგიყვანთ ადგილზე, რომელიც ჩემი სახელის განსადიდებლად ამოვირჩიე“.+ 10  შენი მსახურები და შენი ხალხი არიან ისინი, შენი დიდი ძალითა და ძლიერი მკლავით რომ გამოისყიდე.+ 11  იეჰოვა, გთხოვ, ყური მოაპყარი შენი მსახურის ლოცვას და მათ ლოცვებს, რომელთაც შენი სახელის მოშიშება ახარებთ! გთხოვ, ხელი მოუმართე დღეს შენს მსახურს და მისდამი სიბრალული აღუძარი ამ კაცს!»+ მე მაშინ მეფის მერიქიფე გახლდით.+

სქოლიოები

ნიშნავს „იაჰი ანუგეშებს“.
იგივე სუსა.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „მამაჩემის სახლმაც“.