ლუკას სახარება 2:1—52

  • იესოს დაბადება (1—7).

  • ანგელოზები მწყემსებს ეცხადებიან (8—20).

  • წინადაცვეთა და განწმენდა (21—24).

  • სიმონის მიერ ქრისტეს ხილვა (25—35).

  • ანა ყველას ბავშვზე ესაუბრება (36—38).

  • ნაზარეთში დაბრუნება (39, 40).

  • 12 წლის იესო ტაძარში (41—52).

2  იმ დროს კეისარ ავგუსტუსმა ბრძანება გამოსცა, რომ მთელი მოსახლეობა აღწერილიყო  (ეს იყო პირველი აღწერა, რომელიც სირიაში კვირინიუსის გამგებლობის დროს ჩატარდა).  აღსაწერად ყველანი თავ-თავიანთ ქალაქებში წავიდნენ.  იოსებიც+ წავიდა გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქ ბეთლემში,+ რადგან დავითის შთამომავალი იყო.  იქ თავის ცოლთან, მარიამთან ერთად უნდა აღწერილიყო,+ რომელსაც მალე ბავშვი უნდა გაეჩინა.+  იქ მას მშობიარობის დრო დაუდგა.  შეეძინა ვაჟი, პირმშო;+ სახვევებში გაახვია და ბაგაში ჩააწვინა,+ რადგან ღამის გასათევი ადგილი ვერ იპოვეს.  იმ მხარეში მწყემსები ველად იყვნენ და ღამით ფარას დარაჯობდნენ.  უეცრად მათ წინ იეჰოვას* ანგელოზი გამოჩნდა და იქაურობა იეჰოვას* დიდებით გაბრწყინდა. მწყემსები ძალიან შეშინდნენ. 10  ანგელოზმა მათ უთხრა: „ნუ გეშინიათ! მე გაუწყებთ ამბავს, რომელიც ყველას დიდ სიხარულს მოჰგვრის: 11  დღეს დავითის ქალაქში+ დაიბადა თქვენი მხსნელი,+ უფალი ქრისტე.+ 12  აი, ეს იქნება ნიშანი: ჩვილს სახვევებში გახვეულსა და ბაგაში ჩაწვენილს ნახავთ“. 13  უცებ ანგელოზთან დიდძალი ზეციერი ლაშქარი+ გაჩნდა და ასე განადიდებდნენ ღმერთს: 14  „დიდება ზეცაში ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ადამიანებს, რომელთაც ღმერთი იწონებს“. 15  როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა ერთმანეთს უთხრეს: „მოდი წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ, რაც იეჰოვამ* გვამცნო“. 16  გაეშურნენ ისინი და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში ჩაწვენილი ჩვილი. 17  მათი ნახვის შემდეგ მწყემსებმა მათ ბავშვის შესახებ ნათქვამი აუწყეს. 18  ვინც მწყემსების ნათქვამი მოისმინა, ყველა გაოცდა. 19  მარიამი მათ თითოეულ სიტყვას იმახსოვრებდა და გულში დასკვნებს აკეთებდა.+ 20  შემდეგ მწყემსები უკან გაბრუნდნენ, თან ღმერთს ადიდებდნენ და ხოტბას ასხამდნენ იმის გამო, რაც მოისმინეს და რაც ნახეს, როგორც ეს ღმერთს მათთვის ჰქონდა ნათქვამი. 21  რვა დღე რომ შეუსრულდა და წინადაცვეთის დრო დადგა,+ ბავშვს იესო დაარქვეს, როგორც ეს ანგელოზს ჯერ კიდევ მის ჩასახვამდე ჰქონდა ნათქვამი.+ 22  მოსეს კანონის თანახმად მათი განწმენდის დრო რომ დადგა,+ ბავშვი იერუსალიმში წაიყვანეს, რათა იეჰოვას* წინაშე წარედგინათ, 23  როგორც წერია კიდეც იეჰოვას* კანონში: „ყოველი პირმშო მამრი წმინდაა იეჰოვასთვის*“.+ 24  შესწირეს მათ მსხვერპლი იეჰოვას* კანონის თანახმად, რაც ორი გვრიტის ან ორი ხუნდის შეწირვას მოითხოვდა.+ 25  იერუსალიმში იყო ერთი მართალი და ღვთისმოშიში კაცი, სახელად სიმონი, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას ელოდა;+ ის წმინდა სულით იყო აღვსილი. 26  სიმონს ღვთისგან წმინდა სულით ეუწყა, ვიდრე იეჰოვას* ცხებულს* არ იხილავ, არ მოკვდებიო. 27  როცა მშობლებმა პატარა იესო ტაძარში მიიყვანეს, რათა მისთვის ყველაფერი ისე გაეკეთებინათ, როგორც კანონით იყო დაწესებული, სულით აღძრული სიმონიც მივიდა,+ 28  ბავშვი ხელში აიყვანა და ღმერთი განადიდა: 29  „უზენაესო უფალო, ახლა კი მშვიდად განისვენებს შენი მონა+ შენი სიტყვისამებრ, 30  რადგან ჩემმა თვალებმა იხილა მხსნელი,+ 31  რომელიც შენ მოავლინე, რათა ყველამ დაინახოს იგი,+ 32  სინათლე+ უცხოტომელთათვის+ რიდის ჩამოსახსნელად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდება“. 33  ამ სიტყვებმა ბავშვის დედ-მამა გააოცა. 34  სიმონმა დალოცა ისინი და ბავშვის დედას, მარიამს, უთხრა: „ეს ბავშვი ისრაელში მრავალთა დასამხობად+ და აღსადგენადაა მოვლენილი;+ მას შეიძულებენ+ 35  (შენ კი დიდი მახვილი გაგივლის),+ რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვები“. 36  იმ დროს იქ იყო ერთი წინასწარმეტყველი, სახელად ანა, ფანუელის ასული, აშერის ტომიდან. ხანში იყო შესული. გათხოვებიდან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, 37  მერე დაქვრივდა. 84 წლისა იყო. არ შორდებოდა ტაძარს და დღედაღამ ემსახურებოდა ღმერთს, მარხულობდა და ევედრებოდა. 38  ისიც მიუახლოვდა მათ, ღმერთს მადლობას უხდიდა და ბავშვზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც იერუსალიმის ხსნას ელოდა.+ 39  როცა მათ ყველაფერი შეასრულეს იეჰოვას* კანონის თანახმად,+ გალილეაში, მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში+ დაბრუნდნენ. 40  ბავშვი კი იზრდებოდა, ძლიერდებოდა და სიბრძნე ემატებოდა. ღმერთი კვლავაც კეთილად იყო განწყობილი მის მიმართ.+ 41  მისი მშობლები ყოველ წელს პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში დადიოდნენ.+ 42  ბავშვი 12 წლისა იყო, როცა ისინი, ჩვეულებისამებრ, დღესასწაულზე წავიდნენ.+ 43  დღესასწაული რომ დასრულდა და შინ ბრუნდებოდნენ, ყმაწვილი იესო იერუსალიმში დარჩა, მაგრამ ეს მშობლებმა ვერ შენიშნეს; 44  ეგონათ, სხვა მგზავრებთან ერთად მოდიოდა. ერთი დღის სავალი რომ გაიარეს, მხოლოდ მაშინ დაუწყეს მას ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45  მაგრამ რომ ვერ იპოვეს, იერუსალიმში ჩავიდნენ და იქ დაუწყეს ძებნა. 46  სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს; მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. 47  ყველანი გაოცებულნი იყვნენ იმით, თუ როგორ პასუხობდა და რამდენი რამ ესმოდა.+ 48  როცა მშობლებმა დაინახეს იგი, განცვიფრდნენ. დედამისმა უთხრა: „შვილო, ეს რა გვიყავი?! მე და მამაშენი გულშემოყრილნი დაგეძებდით“. 49  მან კი მიუგო: „რატომ მეძებდით?! არ იცოდით, რომ მამაჩემის ტაძარში ვიქნებოდი?!“+ 50  მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას ამბობდა. 51  ის გაჰყვა მშობლებს ნაზარეთში და კვლავაც უჯერებდა მათ.+ დედამისმა ეს ყოველივე გულში ჩაიმარხა.+ 52  ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ქრისტეს“.