კანონი 10:1—22

  • ფილების ხელახლა დამზადება (1—11).

  • რას ითხოვს იეჰოვა (12—22).

    • გეშინოდეთ იეჰოვასი და გიყვარდეთ (12).

10  «მაშინ იეჰოვამ მითხრა: „გამოთალე პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა+ და ამოდი ჩემთან მთაზე; კიდობანიც გააკეთე ხისგან. 2  ამ ფილებზეც დავწერ იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა, შენ რომ დაამტვრიე, და კიდობანში ჩააწყვე“. 3  გავაკეთე აკაციის ხისგან კიდობანი და გამოვთალე პირველი ფილების მსგავსი ქვის ფილები. ავედი მთაზე; ხელში ის ორი ფილა მეჭირა.+ 4  იეჰოვამ იმ ფილებზეც ის დაწერა, რაც პირველ ფილებზე ეწერა,+ ათი მცნება,+ რომლებიც იეჰოვამ იმ დროს გითხრათ მთაზე ცეცხლიდან,+ როცა შეკრებილები იყავით;+ შემდეგ მომცა მან ის ფილები. 5  მოვტრიალდი და ჩამოვედი მთიდან,+ ფილები იეჰოვას ბრძანებისამებრ ჩემ გაკეთებულ კიდობანში ჩავაწყვე, და ახლაც იქ აწყვია. 6  დაიძრნენ ისრაელები ბეეროთ ბენე-იააკანიდან და მოსერისკენ გაემართნენ. იქ მოკვდა აარონი და იქვე დამარხეს;+ მის ნაცვლად მღვდლად მსახურებას მისი ვაჟი ელეაზარი შეუდგა.+ 7  იქიდან გუდგოდისკენ დაიძრნენ, გუდგოდიდან — იოტბათისკენ,+ იმ ადგილისკენ, სადაც წყაროებია. 8  იმ დროს გამოაცალკევა იეჰოვამ ლევის ტომი,+ რომ იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ ეტარებინათ და იეჰოვას წინაშე მდგარიყვნენ, რათა ემსახურათ მისთვის და დაელოცათ ხალხი მისი სახელით,+ რაც ასეა დღესაც. 9  ამიტომ ლევის არ მიეცა წილი და სამკვიდრო თავის ძმებს შორის; იეჰოვაა მისი სამკვიდრო, როგორც იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, უთხრა მას.+ 10  40 დღე და ღამე დავრჩი მთაზე,+ როგორც პირველად. იეჰოვამ მაშინაც მომისმინა;+ გადაიფიქრა იეჰოვამ თქვენი განადგურება. 11  იეჰოვამ მითხრა: „წასასვლელად მოამზადე ხალხი, გაუძეხი, რომ შევიდნენ და დაიმკვიდრონ ის მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას ფიცით აღვუთქვი“.+ 12  ისრაელო, რას ითხოვს შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი?+ იმას, რომ გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა,+ იარო მისი გზით,+ გიყვარდეს იგი და ემსახურო იეჰოვას, შენს ღმერთს, მთელი სულითა და გულით,+ 13  დაიცვა იეჰოვას მცნებები და წესები, რომლებსაც დღეს გიბრძანებ შენდა საკეთილდღეოდ.+ 14  იეჰოვასია ზეცა, ზეცათა ზეცა, დედამიწა და ყველაფერი, რაც მასშია.+ 15  მაგრამ მხოლოდ შენს მამა-პაპას დაუახლოვდა იეჰოვა და შეიყვარა, თქვენ, მათი შთამომავლები,+ კი სხვა ხალხებიდან გამოგარჩიათ, რაც დღესაც ასეა. 16  გაისუფთავეთ* გულები+ და ნუღარ გაჯიუტდებით.+ 17  იეჰოვა, თქვენი ღმერთი, უზენაესი ღმერთი+ და უზენაესი უფალია, დიდებული ღმერთი, ძლევამოსილი და შიშის მომგვრელი. მიუკერძოებელია+ და ქრთამს არ იღებს; 18  სამართალს უჩენს ქვრივ-ობლებს,+ უყვარს ხიზნები+ და არ აკლებს მათ საკვებსა და სამოსს. 19  თქვენც უნდა გიყვარდეთ ხიზნები, რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+ 20  გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, მას ემსახურე,+ მას უერთგულე და მისი სახელი დაიფიცე. 21  მხოლოდ ის განადიდე;+ ის არის შენი ღმერთი, რომელმაც ეს დიდებული და შიშის მომგვრელი საქმეები მოიმოქმედა შენთვის, რაც საკუთარი თვალით იხილე.+ 22  შენი მამა-პაპა სულ 70-ს ითვლიდა, როცა ეგვიპტეში ჩავიდა,+ ახლა კი იეჰოვამ ცის ვარსკვლავებივით გაგამრავლათ».+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „წინადაიცვითეთ“.