იობი 30:1—31

  • იობი აღწერს თავის შეცვლილ მდგომარეობას (1—31).

    • უვარგისები დასცინიან (1—15).

    • „საშველად გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ“ (20, 21).

    • „კანი გამიშავდა“ (30).

30  „ახლა კი ჩემზეუმცროსები დამცინიან,+რომელთა მამებსაც ჩემი ფარის ძაღლების გვერდითაც არ დავაყენებდი.  2  რაში მარგია მათი მკლავის სიძლიერე?! გაქარწყლდა მათი ძალა.  3  სიდუხჭირისა და შიმშილისაგან ძალა გამოელიათ,ხრავენ გამოფიტულ მიწას, გახრიოკებულსა და გაპარტახებულს.  4  ბუჩქებიდან მარილიან ფოთლებს წყვეტენდა ბუჩქების ფესვებით იკვებებიან.  5  ხალხისგან გარიყულნი არიან,+ისე უყვირიან მათ, როგორც ქურდებს.  6  ხევების ფერდობებზე მკვიდრობენ,მიწის ღრმულებსა და კლდეებში.  7  ბუჩქებიდან ღაღადებენ,ჭინჭრებში შეყუჟულან.  8  უგუნურთა და არსახსენებელთა ძეები არიანდა განდევნილნი არიან ქვეყნიდან;  9  მაგრამ თავიანთ სიმღერებშიც მე დამცინიან;+მათი მასხრად ასაგდები გავხდი.+ 10  შემიძულეს, თავი შორს უჭირავთ ჩემგან+და სახეშიც კი მაფურთხებენ;+ 11  მოუშვა ღმერთმა ჩემი მშვილდის ლარი და დამამცირა,ამიტომაც ყველაფერს კადრულობენ ჩემ წინაშე. 12  ბრბოსავით შემომიტიეს მარჯვნიდან.მიმარბენინებენ და გზად დაბრკოლებებს მიქმნიან დასაღუპავად. 13  სპობენ ჩემს გზასავალს;უბედურებას უბედურებაზე მატეხენ+და არავინაა მათი შემაკავებელი*. 14  თითქოს გალავნის ნაპრალიდან შემოცვივდნენო,თავს მესხმიან ისედაც განადგურებულს. 15  თავზარდაცემული ვარ,ჩემი ღირსება ქარივით მიქრისდა ჩემი ხსნის იმედი ღრუბელივით ქრება, 16  სული მელევა;+ყოველდღე ვიტანჯები.+ 17  ღამით ტკივილი ძვლებს მიჭამს,+მღრღნის და არ მიყუჩდება.+ 18  უსაზღვრო ძალამ სამოსელი დამიმახინჯა*,საყელოსავით მიჭერს და მახრჩობს. 19  ტალახში ჩამაგდო ღმერთმა,მიწას და ნაცარს დავემსგავსე. 20  საშველად გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ;+ვდგები, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევ. 21  უმოწყალო გახდი ჩემ მიმართ,+მთელი ძალით მებრძვი. 22  წამომაყენებ და ქარს მატან,მერე კი ქარიშხალს ატაცებინებ ჩემს თავს*. 23  ვიცი, რომ სასიკვდილოდ გამწირავ,მიმიყვან იმ სახლში, სადაც ყველა ცოცხალი თავს იყრის. 24  განადგურებულ კაცს ხელს არავინ დაარტყამდა,+კაცს, რომელიც გასაჭირში შველას ითხოვს. 25  უბედურებაში ჩაცვენილთა გამო ვტიროდი და გაჭირვებულთა გამო ვწუხდი.+ 26  კარგის იმედი მქონდა, მაგრამ ცუდი შემემთხვა;სინათლეს ველოდი, მაგრამ წყვდიადმა მომიცვა. 27  შიგნეული მიდუღს,გაჭირვების დღეები დამიდგა. 28  ნაღვლიანი დავდივარ,+ მზე აღარ მინათებს, კრებულში ვდგები და შველას ვითხოვ. 29  ტურების ძმა გავხდიდა სირაქლემების — მეგობარი.+ 30  კანი გამიშავდა და ამძვრა,+სიმხურვალისგან ძვლები მეწვის. 31  ჩემი ქნარი გლოვისთვისაადა ჩემი სტვირი გოდებისთვის“.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „დამხმარე არ სჭირდებათ“.
ან შესაძლოა: „მძიმე სატანჯველმა დამამახინჯა“.
ან შესაძლოა: „გრგვინვით ბოლოს მიღებ“.