იერემია 47:1—7

  • წინასწარმეტყველება ფილისტიმელთა წინააღმდეგ (1—7).

47  აი, რა უთხრა იეჰოვამ იერემია წინასწარმეტყველს ფილისტიმელებზე,+ ვიდრე ფარაონი დაამარცხებდა ღაზას, 2  აი, რა თქვა იეჰოვამ: „წყლები მოედინება ჩრდილოეთიდან და ღვარცოფად იქცევა. დატბორავს მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა,ქალაქსა და მის მკვიდრთ. მოთქმას მოჰყვება ხალხიდა იგლოვებენ იმ მიწის მკვიდრნი.  3  როცა მისი ულაყების თქარუნს,საბრძოლო ეტლების გრიალსდა ბორბლების ხმაურს გაიგონებენ,მამებიც კი არ მოტრიალდებიან თავიანთი შვილების გადასარჩენად,ხელში ძალა გამოეცლებათ,  4  ვინაიდან მოდის ფილისტიმელთა+ განადგურების დღე,მოსპობს ტვიროსსა+ და სიდონში+ დარჩენილ ყველა მათ მოკავშირეს. იეჰოვა გაანადგურებს ფილისტიმელთ,კუნძულ ქაფთორზე*+ დარჩენილთ.  5  გაქაჩლდება* ღაზა. აშკელონი დადუმდა.+ მათ ველზე დარჩენილებო,როდემდე დაისერავთ თავს?!+  6  იეჰოვას მახვილო,+ როდემდე უნდა ბობოქრობდე?! ჩაეგე ქარქაშში, დამშვიდდი და დადუმდი.  7  როგორ არ უნდა ბობოქრობდეს,როცა თვით იეჰოვამ უბრძანა?! აშკელონისა და ზღვისპირეთის+ წინააღმდეგაღმართა ის“.

სქოლიოები

იგულისხმება კრეტა.
იგულისხმება გლოვისა და სირცხვილის ნიშნად თავის გადაპარსვა.