იერემია 39:1—18

  • იერუსალიმის დაცემა (1—10).

    • ციდკია გარბის, მაგრამ იჭერენ (4—7).

  • იერემიაზე უნდა ეზრუნათ (11—14).

  • ებედ-მელექი გადარჩებოდა (15—18).

39  იუდას მეფე ციდკიას მეფობის მე-9 წლის მე-10 თვეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით იერუსალიმს მოადგა და ალყა შემოარტყა.+  ციდკიას მეფობის მე-11 წელს, მე-4 თვის მე-9 დღეს, ბაბილონელებმა ქალაქის გალავანი შეანგრიეს.+  შევიდნენ ქალაქში ბაბილონის მეფის მთავრები: სამგარი* ნერგალ-შარეცერი, რაბსარისი* ნებო-სარსექიმი, რაბმაგი* ნერგალ-შარეცერი და ბაბილონის მეფის ყველა სხვა მთავარი, და შუა კარიბჭესთან+ დასხდნენ.  მათ დანახვაზე იუდას მეფე ციდკია და მეომრები გაიქცნენ,+ ღამიანად გავიდნენ ქალაქიდან მეფის ბაღის გზით, ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, და არაბის გზას+ დაადგნენ.  დაედევნა მათ ქალდეველთა ჯარი; ისინი ციდკიას იერიხონის ხრიოკ ველზე დაეწივნენ.+ შეიპყრეს ის და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რიბლაში,+ ხამათის+ მიწაზე, მიჰგვარეს, სადაც მან განაჩენი გამოუტანა მას.  რიბლაში ბაბილონის მეფემ ციდკიას თვალწინ დაუხოცა ვაჟები; ბაბილონის მეფემ იუდას ყველა დიდებულიც დახოცა,+  ციდკია კი დააბრმავა, მერე სპილენძის ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანა.+  გადაწვეს ქალდეველებმა მეფის სასახლე და საცხოვრებელი სახლები;+ დაანგრიეს იერუსალიმის გალავანი.+  მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა+ ქალაქში დარჩენილები, ქალდეველების მხარეზე გადასულები და სხვა ყველა დანარჩენი ბაბილონში გადაასახლა. 10  თუმცა მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა ღატაკი და არაფრის მქონე ხალხიდან ზოგი იუდას მიწაზე დატოვა; მისცა იმ დღეს მათ ვენახები და მიწები დასამუშავებლად*.+ 11  ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა მცველთა უფროსს, ნებუზარადანს, იერემიას შესახებ უბრძანა: 12  „წაიყვანე და იზრუნე მასზე, ნურაფერს დაუშავებ; რასაც გთხოვს, შეუსრულე“.+ 13  მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა, რაბსარისმა ნებუშაზბანმა, რაბმაგმა ნერგალ-შარეცერმა და ბაბილონის მეფის ყველა გავლენიანმა პირმა გაგზავნეს ხალხი 14  და იერემია მცველთა ეზოდან+ მოაყვანინეს; ჩააბარეს ის გედალიას,+ შაფანის+ ძის, ახიკამის+ ძეს, რომ მას თავისთან წაეყვანა. ცხოვრობდა იქ იერემია ხალხთან ერთად. 15  ეუწყა იეჰოვას სიტყვა იერემიას, როცა ის მცველთა ეზოში+ იყო დამწყვდეული: 16  «წადი ეთიოპ ებედ-მელექთან+ და უთხარი, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „შევასრულებ ჩემს სიტყვებს ამ ქალაქის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ; საკუთარი თვალით იხილავ, თუ როგორ შესრულდება ეს სიტყვები იმ დღეს. 17  გიხსნი იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — და არ ჩაუვარდები ხელში მათ, ვისიც გეშინია. 18  გადაგარჩენ, არ მოკვდები მახვილით. ნადავლად სიცოცხლე დაგრჩება,+ რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული“,+ — ამბობს იეჰოვა».

სქოლიოები

სამეფო კარის მოხელის წოდება.
სამეფო კარის მოხელის წოდება.
ჯადოქართა (ასტროლოგთა) მთავრის წოდება.
ან შესაძლოა: „დააკისრა მძიმე სამუშაო“.