იერემია 15:1—21
15 იეჰოვამ მითხრა: «მოსეც და სამუელიც რომ დამიდგნენ წინ,+ მაინც არ შევიწყალებ ამ ხალხს. გამშორდნენ, წავიდნენ!
2 თუ გკითხავენ, სად წავიდეთო, უპასუხე, აი, რას ამბობს-თქო იეჰოვა:
„სასიკვდილო ჭირისთვის განწირულნი —სასიკვდილო ჭირისკენ!
მახვილისთვის განწირულნი — მახვილისკენ!+
შიმშილისთვის განწირულნი — შიმშილისკენ!
ტყვეობისთვის განწირულნი — ტყვეობისკენ!“+
3 ოთხ უბედურებას მოვუვლენ,+ — ამბობს იეჰოვა, — მახვილს — დასახოცად, ძაღლებს — წასათრევად, ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს — დასაჯიჯგნად და გასანადგურებლად.+
4 მათ დანახვაზე დედამიწის ყველა სამეფოს თავზარი დაეცემა+ იმის გამო, რაც იუდას მეფე მენაშემ, ხიზკიას ძემ, იერუსალიმში ჩაიდინა.+
5 ვინ შეგიბრალებს, იერუსალიმო?ვინ თანაგიგრძნობსდა ვინ გაჩერდება შენ მოსაკითხად?
6 მიმატოვე, — ამბობს იეჰოვა,+ —
ზურგი მაქციე*.+
შენკენ გამოვიწვდი ხელს და მოგსპობ.+
დავიღალე შენი შებრალებით.
7 ფიწლით გავანიავებ მათ ამ ქვეყნის ქალაქებში;
შვილებს დავუხოცავ;+
გავანადგურებ ჩემს ხალხს,რადგან არ უნდათ თავიანთი გზიდან მობრუნება.+
8 ზღვის ქვიშაზე მრავალრიცხოვანნი გახდებიან მათი ქვრივები.
ამაოხრებელს მოვუვლენ შუადღისით დედებსაც და ჭაბუკებსაც.
უეცრად შიშის ზარს დავცემ მათ და შფოთს ავუტეხ.
9 დაუძლურებულია შვიდი შვილის მშობელი დედა,სულს ღაფავს.
ჯერ კიდევ დღისით ჩაესვენა მისი მზე;შერცხვენილი და დამდაბლებულია იგი.
მათგან გადარჩენილებსმტერს მახვილით გავანადგურებინებ“, — ამბობს იეჰოვა».+
10 ვაიმე, დედაჩემო, რომ გამაჩინე,+კაცი, რომელიც მთელ დედამიწას ეკამათება და ედავება.
არც არაფერი გამისესხებია და არც არაფერი მისესხია,მაგრამ ყველანი მე მწყევლიან.
11 იეჰოვა ამბობს: „მე დაგეხმარები.მტერთან გამოგესარჩლები უბედურების დროს,ძნელბედობის ჟამს.
12 განა შეძლებს ვინმე რკინის,ჩრდილოეთის რკინის, და სპილენძის დამტვრევას?!
13 შენს დოვლათსა და განძს უსასყიდლოდ წავაღებინებ,მთელ შენს მიწაზე ჩადენილი ცოდვების გამო ყველაფერს დავატაცებინებ.+
14 შენს მტრებს გავატანდა შენთვის უცნობ ქვეყანაში წაიღებენ.+
ჩემი რისხვის ცეცხლი ანთია,თქვენ წინააღმდეგაა აგიზგიზებული“.+
15 შენ იცი, იეჰოვა, ჩემი გასაჭირი,გამიხსენე და მომხედე.
შური იძიე ჩემს მდევნელებზე.+
ნუ დამღუპავ იმის გამო, რომ ადვილად არ რისხდები;
მე ხომ შენ გამო ვიტან ამ შეურაცხყოფას?!+
16 მოვიდა ჩემამდე შენი სიტყვა და შევჭამე;+შენმა სიტყვამ გამამხიარულა და გამახარა,რადგან შენი სახელით ვიწოდები, იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო!
17 ლაზღანდარებს შორის არ ვზივარ და არ ვერთობი.+
შენი მითითებით რომ ვმოქმედებ, მარტო ვზივარ,რადგან რისხვით ამავსე.+
18 რატომ არ მიყუჩდება ტკივილი და რატომ არ მიშუშდება ჭრილობა?
უკურნებელია ჩემი ჭრილობა.
ნუთუ მატყუარა წყაროდ უნდა მექცე,წყაროდ, რომელსაც ვერ დაენდობი?!
19 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა:
„თუ დამიბრუნდები, მიგიღებ,და ჩემ წინაშე დადგები.
თუ გამოაცალკევებ ძვირფასს უფასურისგან,ჩემი ბაგე გახდები.
ისინი დაგიბრუნდებიან შენ,მაგრამ შენ არ დაუბრუნდები მათ.
20 სპილენძის გალავნად გაქცევ.+
შეგებრძოლება ეს ხალხი,მაგრამ ვერ გძლევს,+რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა და გადაგარჩინო, — ამბობს იეჰოვა. —
21 დაგიხსნი ბოროტთა ხელიდან დაულმობელთა ხელიდან გამოგისყიდი“.
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „უკან დაიხიე“.