იგავები 7:1—27

  • დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ (1—5).

  • გულუბრყვილო ახალგაზრდის შეცდენა (6—27).

    • „გაჰყვა დასაკლავი ხარივით“ (22).

7  შვილო, ყურად იღე ჩემი სიტყვებიდა განძივით გაუფრთხილდი ჩემს მცნებებს.+   დაიცავი ჩემი მცნებები და იცოცხლებ;+თვალისჩინივით გაუფრთხილდი ჩემს კანონს.   თითებზე შემოიხვიედა გულისფიცარზე დაიწერე.+   სიბრძნეს უთხარი, ჩემი და ხარ-თქო, და გონიერებას — ჩემი ნათესავი ხარ-თქო,   რომ დაგიცვას გახრწნილი* ქალისგან,+უზნეო* ქალისგან და მისი მაცდური სიტყვებისგან.+   ჩემი სახლის სარკმლიდან,ცხაურიდან გავიხედე,   გულუბრყვილოები რომ დამენახა;ახალგაზრდებს შორის ერთი უგუნური კაცი შევნიშნე;+   გაუყვა გზას, იმ ქალის ქუჩაზე შეუხვიადა მისი სახლისკენ გაემართა   საღამოს ბინდში,+ვიდრე წყვდიადი ჩამოწვებოდა. 10  ისიც დავინახე, როგორ გამოეგება ქალი,ვერაგი გულისა, მეძავივით შემოსილი,+ 11  ხმაურიანი და თავნება,+ ფეხი რომ არ უჩერდება სახლში; 12  ხან ქუჩაშია და ხან მოედნებზე,ქუჩის კუთხეებშია ჩასაფრებული.+ 13  ხელი სტაცა მას, აკოცა,ურცხვად შეხედა და უთხრა: 14  „სამშვიდობო მსხვერპლი მქონდა შესაწირი;+ დღეს შევასრულე ჩემი აღთქმები. 15  ამიტომაც გამოვედი შენთან შესახვედრად,შენ საძებნელად, და გიპოვე კიდეც. 16  საწოლზე ძვირფასი ქსოვილი დავაფინე,ჭრელი ეგვიპტური ქსოვილი;+ 17  ზედ ზმირინი, ალოე და დარიჩინიც მოვაფრქვიე.+ 18  მოდი, სიყვარულით დავთვრეთ დილამდედა ვნებიანი ალერსით დავტკბეთ. 19  ჩემი ქმარი შინ არ არის,შორსაა წასული; 20  ქისაც თან წაიღოდა სავსემთვარობამდე არ დაბრუნდება“. 21  შეაცდინა დამაჯერებელი ლაპარაკით,+ ტკბილმოუბარი ბაგეებით დაიყოლია; 22  ისიც მაშინვე გაჰყვა დასაკლავი ხარივით,სულელივით, ხუნდებს რომ დაადებენ დასასჯელად.+ 23  მიჰყვება მას, სანამ ისარი ღვიძლს არ გაუგლეჯს;ჩიტივითაა, კაკანათისკენ რომ ისწრაფვის და ვერ ხვდება, რომ დაიღუპება.+ 24  მომისმინეთ, შვილებო,და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. 25  ნუ გაგიწევს გული მისი გზებისკენ, ნუ იხეტიალებ მის ბილიკებზე,+ 26  ვინაიდან მან მრავალი იმსხვერპლა+და ბევრს მოუსწრაფა სიცოცხლე.+ 27  მის სახლს კაცი სამარისკენ* მიჰყავსდა სიკვდილის ბნელ ოთახებში ჩაჰყავს.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „უცხო“.
სიტყვასიტყვით — „უცხოელი“.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).