იგავები 3:1—35

  • დაბრძენდი და მიენდე იეჰოვას (1—12).

    • „პატივი მიაგე იეჰოვას იმით, რაც გაგაჩნია“ (9).

  • სიბრძნეს ბედნიერება მოაქვს (13—18).

  • სიბრძნე უსაფრთხოდ გამყოფებს (19—26).

  • როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს (27—35).

    • დაეხმარე სხვას, როცა შეგიძლია (27).

3  შვილო, ჩემს კანონს ნუ დაივიწყებდა გულით დაიცავი ჩემი მცნებები,   რათა დღეგრძელი იყო,შეგემატოს სიცოცხლის წლები და მშვიდობიანად იცხოვრო.+   სიყვარული* ნუ გაგინელდება და ერთგულებას ზურგს ნუ შეაქცევ;+ ყელზე შეიბი და გულისფიცარზე დაიწერე,+   რომ მოიპოვო წყალობა და გამჭრიახი კაცის სახელიღვთისა და ადამიანის თვალში.+   მთელი გულით მიენდე იეჰოვას+და საკუთარ გონებას ნუ დაენდობი.+   გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე+და ის მოგისწორებს სავალს.+   ნუ იქნები ბრძენი საკუთარ თვალში.+ იეჰოვასი გეშინოდეს და ზურგი აქციე ბოროტებას.   ის იქნება შენი სხეულის* მკურნალიდა შენი ძვლების მაცოცხლებელი.   პატივი მიაგე იეჰოვას იმით, რაც გაგაჩნია,+შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით*.+ 10  მაშინ აივსება შენი ბეღლები+და შენი საწნახლიდან უხვად იდინებს ახალი ღვინო. 11  შვილო, იეჰოვას დარიგებას ნუ უკუაგდებ+და მის შეგონებას ნუ შეიძულებ,+ 12  რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს,+ისე შეაგონებს, როგორც მამა საყვარელ შვილს.+ 13  ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნეს მიაკვლია+და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა, 14  რადგან სიბრძნის შეძენა ვერცხლის შეძენას სჯობიადა მისი ქონა ოქროს ქონაზე უკეთესია.+ 15  მარჯანზე ძვირფასია;რაც კი რამ სანუკვარია, მას ვერ შეედრება; 16  მარჯვენა ხელში დღეგრძელობა უპყრია,მარცხენაში კი — სიმდიდრე და სიდიადე; 17  საამურია მისი გზებიდა მშვიდობიანია მისი ბილიკები;+ 18  სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჰკიდებს მას,და ბედნიერად იწოდება+ ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას. 19  იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა დედამიწა,+ გამჭრიახობით გაამყარა ცა.+ 20  თავისი ცოდნით გაყო ღრმა წყალი,ღრუბლიანი ციდან ნამი წვეთებად ადინა.+ 21  შვილო, არ დაივიწყო ეს ყოველივე*, გაუფრთხილდი სიბრძნესა და ჭკუას. 22  მათით იცოცხლებ,ისინი დაგიმშვენებენ ყელს; 23  მაშინ უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზედა არაფერს წამოჰკრავ ფეხს;+ 24  წამოწვები და არაფრის შეგეშინდება,+დაწვები და ტკბილად დაგეძინება;+ 25  არ შეგეშინდება მოულოდნელად დატეხილი საშინელებისა+და არც ქარიშხლისა, ბოროტებს რომ დაატყდებათ თავს.+ 26  იეჰოვა იქნება შენი იმედის სათავე;+ის დაგიცავს, რომ მახეში არ გაება.+ 27  ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვისაც ეკუთვნის,+როცა დახმარების გაწევა შეგიძლია.+ 28  ნუ ეტყვი შენს მოძმეს, წადი, ხვალ მოდი და მოგცემო, თუ დახმარება დღესვე შეგიძლია. 29  ნურაფერს ჩაიფიქრებ შენი მოძმის საზიანოდ,+შენ გვერდით რომ ცხოვრობს და გენდობა. 30  უმიზეზოდ ნურავის შეედავები,+თუკი შენთვის არაფერი დაუშავებიათ.+ 31  მოძალადე კაცისა ნუ შეგშურდება,+ნურცერთ მის გზას ნუ დაადგები, 32  ვინაიდან იეჰოვას სძულს მზაკვარი კაცი,+მართლებთან კი მეგობრობს.+ 33  ბოროტეულთა სახლი დაწყევლილია იეჰოვასგან,+მართალთა სახლი კი — კურთხეული.+ 34  დამცინავებს დასცინებს,+თვინიერებს კი შეიწყალებს.+ 35  ბრძენი პატივდებული იქნება,სულელი კი — დამცირებული.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ჭიპის“.
სხვაგვარად — „საუკეთესო ნაყოფით“.
სავარაუდოდ, იგულისხმება ზედა მუხლებში მოხსენიებული ღვთის თვისებები.