იგავები 23:1—35

  • გონიერება გამოიჩინე, როცა გიმასპინძლდებიან (2).

  • „ნუ შეალევ ძალ-ღონეს სიმდიდრის დაგროვებას“ (4).

  • სიმდიდრე წარმავალია (5).

  • ნუ იქნები ღვინის უზომოდ მსმელთა შორის (20).

  • სასმელი გველივით იკბინება (32).

23  თუ მეფესთან ერთად საჭმელად დაჯდები,ყურადღებით იყავი.   ყელზე დანა მიიბჯინე,თუ კარგ მადაზე ხარ.   ნუ დახარბდები მის გემრიელ კერძებს,თორემ მოტყუვდები.   ნუ შეალევ ძალ-ღონეს სიმდიდრის დაგროვებას.+ შეჩერდი და მოუხმე გონიერებას*!   როცა გახედავ მას, იქ აღარ დაგხვდება;+არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება.+   ნუ შეჭამ ძუნწი კაცის საჭმელს,ნუ დახარბდები მის გემრიელ კერძებს,   რადგან ყველა ლუკმას გითვლის იგი; გეუბნება, ჭამე და სვიო, მაგრამ გულით არ გეუბნება.   გადაყლაპულ ლუკმებს ამოარწყევდა ტყუილად დახარჯავ ტკბილ სიტყვებს.   სულელს ნურაფერს ეტყვი,+რადგან მაინც არაფრად ჩააგდებს შენს გონივრულ რჩევას.+ 10  ნუ გადასწევ დიდი ხნის წინათ დადგენილ მიჯნას;+ნუ შეიჭრები ობლის ყანაში, 11  რადგან ძლიერი მფარველი* ჰყავს;ის თავად გამოესარჩლება მას.+ 12  მთელი გულით მიიღე დარიგება,ყური კი ბრძნულ სიტყვებს მიაპყარი. 13  ნუ შეიკავებ თავს ბავშვის დასჯისგან;+ რომც გაჯოხო, არ მოკვდება. 14  გაჯოხე, რომ სამარიდან* იხსნა იგი. 15  შვილო, თუ დაბრძენდები,გულს გამიხარებ.+ 16  გამხიარულდება ჩემი გული,როცა შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებს. 17  ნუ შეგშურდება ცოდვილების;+მუდამ გეშინოდეს იეჰოვასი,+ 18  რათა კარგი მომავალი გქონდეს+და იმედი არ გაგიცრუვდეს. 19  მომისმინე, შვილო, დაბრძენდიდა სწორი გზით იარე. 20  ნუ იქნები მათ შორის, ვინც ღვინოს უზომოდ სვამს+და ვინც ხორცით ვერ ძღება,+ 21  რადგან ლოთი და გაუმაძღარი გაღარიბდება+და თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს. 22  უსმინე მშობელ მამასდა მოხუცებულ დედას ნუ მოიძულებ.+ 23  იყიდე ჭეშმარიტება და ნურასოდეს გაყიდი;+შეიძინე სიბრძნე, დარიგება და გონიერება.+ 24  მართლის მამა იმხიარულებს;ბრძენის მამა გაიხარებს. 25  გაიხარებს შენი დედ-მამა;იმხიარულებს შენი მშობელი დედა. 26  შვილო, გულისყურით მისმინე;სასიამოვნო იყოს შენი თვალისთვის ჩემი გზები.+ 27  მეძავი ღრმა ორმოა,უზნეო* ქალი კი — ვიწრო ჭა.+ 28  ის ყაჩაღივითაა ჩასაფრებული+და მოღალატეებს ამრავლებს. 29  ვინ ოხრავს? ვინ შფოთავს? ვინ დავობს? ვინ წუწუნებს? ვის აქვს ჭრილობები უმიზეზოდ? ვის აქვს ჩაწითლებული თვალები? 30  ვინც გვიანობამდე სვამს ღვინოს,+ვინც შეზავებული ღვინის საშოვნელად დადის. 31  ნუ უყურებ ღვინის სიწითლეს,სასმისში რომ ელვარებს და ყელში მირაკრაკებს, 32  რადგან ბოლოს გველივით კბენს კაცსდა გველგესლასავით გესლავს. 33  შენს თვალებს უცნაურობები მოელანდებადა უკუღმართად ილაპარაკებ.+ 34  ისე იქნები, თითქოს შუაგულ ზღვაში იწვე,თითქოს გემის ანძის წვერზე იწვე. 35  იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდა, მირტყამდნენ და ვერაფერს ვგრძნობდიო; როდის გამეღვიძება,+ რომ ისევ დავლიოო.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „საკუთარ გონებას ნუ დაენდობი“.
სიტყვასიტყვით — „გამომსყიდველი“.
ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „უცხოელი“.