ზაქარია 9:1—17
9 განაჩენი:
„იეჰოვას სიტყვა გაცხადდა ხადრაქის მიწის წინააღმდეგ,დამასკოს წინააღმდეგ,+ვინაიდან იეჰოვას თვალი უჭირავს კაცთა მოდგმაზე+და ისრაელის ყველა ტომზე,
2 აგრეთვე ხამათის+ წინააღმდეგ, მას რომ ესაზღვრება,და ტვიროსისა+ და სიდონის+ წინააღმდეგ, მეტისმეტად რომ დაბრძენდნენ.+
3 ტვიროსმა ციხესიმაგრე აიშენა;
ვერცხლი მტვერივით დაიგროვა,ოქრო კი — ქუჩის ტალახივით.+
4 იეჰოვა გაძარცვავს მას,მის ჯარს ზღვაში* მოუღებს ბოლოს+და ცეცხლი გადაბუგავს მას.+
5 დაინახავს აშკელონი და შეშინდება,ღაზას მწუხარება შეიპყრობს,ეკრონსაც იგივე დაემართება, რადგან იმედი გაუცრუვდება.
მოიკვეთება ღაზაში მეფედა გაუკაცრიელდება აშკელონი.+
6 უკანონო ძე დამკვიდრდება აშდოდში;ფილისტიმელთა სიამაყეს მოვსპობ.+
7 პირიდან გამოვაცლი სისხლიან ხორცს,საზიზღრობას, კბილებში რომ აქვს მოქცეული,თავად ის კი ჩვენი ღვთისა გახდება.ის თავკაცივით იქნება იუდაში,+ეკრონელები კი იებუსელებივით იქნებიან.+
8 გუშაგად დავუდგები ჩემს სახლს,+ამიტომ კაციშვილი ვერ გაივლის იქ და ვერც ვერავინ დაბრუნდება;ვეღარ გაივლის იქ ზედამხედველი*,+რადგან საკუთარი თვალით დავინახე, რაც მათ დაემართათ.
9 იხარე, სიონის ასულო!
იყიჟინე, იერუსალიმის ასულო!
შენთან მოდის შენი მეფე!+
მართალია იგი, მას ხსნა მოაქვს;თავმდაბალია,+ ვირით მოდის, ჭაკი ვირის ნაშიერით.+
10 მოვსპობ საომარ ეტლებს ეფრემშიდა ცხენებს — იერუსალიმში,
მოისპობა საბრძოლო მშვილდი.
ის მშვიდობას გამოუცხადებს ერებს+და მისი მეფობა ზღვიდან ზღვამდე,მდინარიდან* დედამიწის კიდეებამდე განივრცობა.+
11 სისხლის საფუძველზე დადებული შეთანხმების გამოგაგითავისუფლებ პატიმრებს უწყლო ორმოდან.+
12 დაბრუნდით ციხესიმაგრეში პატიმრებო, იმედის მქონენო!+
დღეს გეუბნები, რომ ორმაგ წილს მოგცემ.+
13 საკუთარი მშვილდივით მოვზიდავ იუდას,
ეფრემით მოვმართავ მშვილდს.სიონო, გავაღვიძებ შენს ვაჟებსდა საბერძნეთის ვაჟების წინააღმდეგ ავამხედრებ;მეომრის მახვილად გაქცევ.
14 იეჰოვა გამოჩნდება მათ ზემოთ,მისი ისარი ელვასავით გამოიტყორცნება.
უზენაესი უფალი იეჰოვა ჩაჰბერავს საყვირს+და სამხრეთის გრიგალივით იქროლებს.
15 ლაშქართა ღმერთი იეჰოვა დაიცავს მათ;შთანთქავენ და მოიგერიებენ ისინი შურდულის ქვებს.+
დალევენ და ახმაურდებიან, თითქოს ღვინო დალიესო.თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს კუთხეებივით.+
16 იმ დღეს იხსნის იეჰოვა ღმერთი მათ, თავის ხალხს,როგორც მწყემსი ფარას.+გვირგვინში ჩასმული ძვირფასი ქვებივით იქნებიან ისინი და იბრწყინებენ მის მიწაზე.+
17 განუზომელია მისი სიკეთე*,+განუზომელია მისი სიდიადე!
მარცვლეული ძალას შემატებს ჭაბუკებსდა ახალი ღვინო — ქალწულებს“.+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „ზღვასთან“.
^ სხვაგვარად — „მჩაგვრელი“.
^ იგულისხმება ევფრატი.
^ იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).