ზაქარია 4:1—14
4 ანგელოზი, რომელიც მელაპარაკა, დაბრუნდა და გამაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ.
2 მან მკითხა, რას ხედავო.
მე მივუგე: „ოქროს სალამპრეს+ ვხედავ, რომელსაც ჯამი ადგას. მასზე შვიდი ლამპარია,+ შვიდი ლამპარი; ლამპრებს, სალამპრის თავზე, შვიდი მილი აქვთ.
3 მას აქეთ-იქით ზეთისხილის ორი ხე უდგას,+ ერთი — ჯამის მარჯვნივ, მეორე — მარცხნივ“.
4 ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე: „ჩემო ბატონო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“
5 ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მკითხა: „არ იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“
მე მივუგე: „არა, ჩემო ბატონო“.
6 მან მითხრა: «ეს ზერუბაბელისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვაა: „არც ჯარითა და არც ძალით,+ არამედ ჩემი სულით“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
7 ვინა ხარ, დიდო მთაო?! გავაკდები+ ზერუბაბელის+ წინაშე; ის გამოიტანს კუთხის თავში დასადებ ქვას და ხალხი შესძახებს: „რა მშვენიერია! რა მშვენიერია!“»
8 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:
9 „ზერუბაბელმა ამ ტაძარს საკუთარი ხელით ჩაუყარა საძირკველი+ და საკუთარი ხელითვე დაასრულებს.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა თქვენთან.
10 ვინ ჩათვალა უმნიშვნელოდ მცირე წამოწყების დღე?!+ გაიხარებენ, როცა ზერუბაბელის ხელში შვეულს იხილავენ. ის შვიდი თვალი იეჰოვას თვალებია, მთელ დედამიწას რომ აკვირდებიან“.+
11 შემდეგ ანგელოზს ვკითხე: „რას ნიშნავს სალამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი ზეთისხილის ორი ხე?“+
12 მეორედაც ვკითხე: „რას ნიშნავს ზეთისხილის ხის ორი კუნწულა, საიდანაც ორი ოქროს მილით ოქროსფერი სითხე იღვრება?“
13 მან მკითხა: „არ იცი, რას ნიშნავს ეს?“
მე ვუპასუხე: „არა, ჩემო ბატონო“.
14 მაშინ მან მითხრა: „ეს ის ორი ცხებულია, მთელი დედამიწის უფლის გვერდით რომ დგანან“.+