ესაია 51:1—23
51 „მისმინეთ, თქვენ, ვინც სიმართლეს ესწრაფვით,ვინც იეჰოვას ეძებთ!
შეხედეთ კლდეს, რომლისგანაც ხართ გამოკვეთილნიდა სამტეხლოს, სადაც ხართ მოპოვებულნი.
2 შეხედეთ მამათქვენ აბრაამსდა თქვენს მშობელ სარას.+
აბრაამი მარტო იყო, როცა მოვუხმე,+ვაკურთხე და გავამრავლე.+
3 იეჰოვა ანუგეშებს სიონს;+
ნუგეშს მოჰგვრის ყველა მის ნანგრევს,+მის უდაბნოს ედემს+ დაამსგავსებსდა უკაცრიელ ველს — იეჰოვას ბაღს.+სიხარული და მხიარულება იქნება იქ,
სამადლობელი და საამური სიმღერის ხმა.+
4 მისმინე, ჩემო ხალხო,ყური დამიგდე, ჩემო ერო,+
რადგან ჩემგან გამოვა კანონი+და ჩემს სამართალს სინათლედ მოვუვლენ ხალხებს.+
5 მალე აღვასრულებ სამართალს.+
მოგევლინებით მხსნელად,+ჩემი მკლავით გავასამართლებ ხალხებს.+
ჩემი იმედი ექნებათ კუნძულებს+და ჩემს მკლავს დაელოდებიან.
6 ზეცად აღაპყარით თვალები,დახედეთ მიწას!
კვამლივით გაიფანტება ზეცა;სამოსელივით გაცვდება დედამიწადა ქინქლებივით დაიხოცებიან მისი მკვიდრნი,
მე კი მარადიულად დაგიხსნით+და ჩემი სიმართლე არ შეირყევა.+
7 მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო,ხალხო, რომელთაც გულში გაქვთ ჩემი კანონი!+
ნუ შეგაშინებთ მოკვდავთა დაცინვადა თავზარს ნუ დაგცემთ მათი შეურაცხყოფა;
8 რადგან ტანსაცმელივით შეჭამს მათ ჩრჩილი,შალივით მოუღებს მათ ბოლოს ჩრჩილის მატლი.+
ჩემი სიმართლე კი მარადიულად იქნებადა ვიქნები მხსნელი თაობიდან თაობაში!“+
9 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ძალა მოიკრიბე,იეჰოვას მკლავო!+
ისე გამოიღვიძე, როგორც დიდი ხნის წინათ, წინანდელ თაობებში!
განა შენ არ დაანაკუწე რახაბი*?!+განა შენ არ განგმირე ზღვის ურჩხული?!+
10 განა შენ არ ამოაშრე ზღვა, ღრმა წყალი?!+
განა შენ არ აქციე ზღვის სიღრმეები გზად გამოსყიდულთა გასატარებლად?!+
11 დაბრუნდებიან იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი+
და მხიარული შეძახილით მივლენ სიონში.+
მარადიული სიხარული იქნება მათი გვირგვინი;+გაიხარებენ და იმხიარულებენ,გაქრება მწუხარება და ოხვრა.+
12 „მე განუგეშებთ თქვენ.+
რატომ უნდა გეშინოდეს კაცისა, რომელიც კვდება+და ადამიანის ძისა, რომელიც მწვანე ბალახივით ხმება?!
13 რატომ დაივიწყე იეჰოვა, შენი შემოქმედი,+ცის გადამჭიმავი+ და დედამიწისთვის საძირკვლის ჩამყრელი?!
მთელი დღე მჩაგვრელის რისხვისა გეშინოდა,
თითქოს მას შენი განადგურება შეეძლო.სადაა ახლა მჩაგვრელის რისხვა?!
14 ჯაჭვებისგან წელში მოხრილი მალე გათავისუფლდება,+არ მოკვდება და არ ჩავა საფლავში,არც პური მოაკლდება.
15 მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი,რომელიც აღელვებს ზღვას და აბობოქრებს მის ტალღებს;+ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა ჩემი სახელი.+
16 ბაგეზე დაგიდებ ჩემს სიტყვებსდა ჩემი ხელის ჩრდილს შეგაფარებ,+რათა დავაფუძნო ზეცა, საძირკველი ჩავუყარო დედამიწას+და ვუთხრა სიონს, ჩემი ხალხი ხარ-მეთქი.+
17 გამოიღვიძე, გამოიღვიძე, ადექი, იერუსალიმო,+რომელსაც იეჰოვამ თავისი ხელით შეგასვა რისხვის სასმისი!
შენ შესვი თასი,გამოცალე თავბრუდამხვევი სასმისი.+
18 არავინ არის მისი გამძღოლი მის მიერ ნაშობ ვაჟებს შორისდა არავინ არის მისთვის ხელის ჩამჭიდებელი მის მიერ აღზრდილ ვაჟთა შორის.
19 ეს ორი რამ დაგატყდა თავს:
მოსპობა და განადგურება, შიმშილი და მახვილი!+
ვინ თანაგიგრძნობს?!
ვინ განუგეშებს?!+
20 შენს ვაჟებს გული წასვლიათ,+ბადეში გაბმული გარეული ცხვრებივით
წვანან ისინი ყველა ქუჩის თავში;
სრულად იგემეს იეჰოვას რისხვა, გაკიცხვა შენი ღვთისაგან“.
21 ამიტომ ისმინე ეს,ჩაგრულო და უღვინოდ დამთვრალო ქალო!
22 აი, რას ამბობს შენი უფალი იეჰოვა, შენი ღმერთი, თავისი ხალხის ქომაგი:
„აი, ხელიდან გამოგართმევ თავბრუდამხვევ სასმისს;+მეტად აღარ შესვამ თასიდან,ჩემი რისხვის სასმისიდან.+
23 მივცემ მას ხელში შენს მტანჯველთ,+რომლებიც გეუბნებოდნენ, დაემხვე, რომ გადაგიაროთო!
შენც სავალ გზად უქციე შენი ზურგი,
დააბიჯებდნენ მასზე, როგორც ქუჩაში“.
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.