ესაია 49:1—26
49 მისმინეთ, კუნძულებო,და ყური მიგდეთ, შორეულო ერებო!+
დაბადებამდე მომიხმო იეჰოვამ+
და ჯერ კიდევ ჩემი მუცლად ყოფნისას ახსენა ჩემი სახელი.
2 ბასრ მახვილად აქცია ჩემი პირიდა თავისი ხელის ჩრდილში შემიფარა.+
წამახულ ისრად მაქცია
და თავის კაპარჭში შემინახა.
3 მითხრა: „ჩემი მსახური ხარ, ისრაელო,+შენით გამოვაჩენ ჩემს სიდიადეს!“+
4 მე კი ვთქვი: „ტყუილუბრალოდ გავისარჯე,
არარაობასა და ამაოებას შევალიე ძალ-ღონე.
მაგრამ იეჰოვა გამიჩენს სამართალსდა ჩემი ღმერთი დამაჯილდოებს“.+
5 ახლა კი იეჰოვამ, რომელმაც მუცელშივე თავის მსახურად გამომსახა,მიბრძანა, მასთან დამებრუნებინა იაკობი,რათა კვლავ მასთან შეგროვებულიყო ისრაელი.+
განვდიდდები იეჰოვას თვალშიდა ჩემი ღმერთი იქნება ჩემი ძალა.
6 შემდეგ მითხრა: „მხოლოდ ჩემი მსახური კი არ ხარ,რომელიც იაკობის ტომებს აღადგენსდა დარჩენილ ისრაელებს დააბრუნებს,
არამედ ერების სინათლედაც გაქციე,+რათა დედამიწის კიდით კიდემდე ვიხსნა ხალხი“.+
7 აი, რას ეუბნება იეჰოვა, ისრაელის გამომსყიდველი, მისი წმინდა,+ მოძულებულს, ერის მიერ შეძულებულს,+ მმართველთა მსახურს:
„დაინახავენ მეფეები და წამოიმართებიან,მთავრები კი პირქვე დაემხობიანიეჰოვას გამო, რომელიც ერთგულია,+ისრაელის წმინდის გამო, რომელმაც აგირჩია“.+
8 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„წყალობის ჟამს გიპასუხე,+ხსნის დღეს დაგეხმარე.+გიცავდი, რომ ხალხისთვის შეთანხმებად მექციე,+ქვეყანა აღმედგინა,კვლავ დაესაკუთრებინათ გაპარტახებული სამკვიდრო+
9 და მეთქვა პატიმართათვის, გამოდით-მეთქი,+
სიბნელეში მყოფთათვის+ — გამოჩნდით-მეთქი.
გზის პირას მოძოვენდა გატკეპნილ ბილიკებთან* ექნებათ საძოვრები.
10 არც მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ,+ვერას დააკლებს მათ მზე და ხვატი,+
რადგან მათი შემწყალებელი წაუძღვება მათ+და წყაროებზე მიიყვანს.+
11 ყველა ჩემს მთას გზად ვაქცევდა ავამაღლებ ჩემს სავალ გზებს.+
12 აი, შორიდან მოდიან ისინი!+ზოგი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან მოდის,ზოგი კი — სინიმის მიწიდან“.+
13 სიხარულით შესძახე, ცაო, და იხარე, დედამიწავ!+
იმხიარულონ და სიხარულით შესძახონ მთებმა,+
რადგან იეჰოვა ანუგეშებს თავის ხალხს,+სიბრალულს იჩენს თავისი ჩაგრული ხალხისადმი.+
14 სიონი კი ამბობდა:
მიმატოვა იეჰოვამ,+ დამივიწყაო იეჰოვამ.+
15 განა დაივიწყებს დედა ძუძუთა ბავშვსდა არ შეიბრალებს თავის გაჩენილ ვაჟს?!
მან რომც დაივიწყოს, მე არ დაგივიწყებ.+
16 აი, ჩემს ხელისგულებზე ამოგკვეთე
და შენი კედლები მუდამ ჩემ წინაშეა.
17 შენკენ მოიჩქარიან შენი ძეები.
გაგეცლებიან შენი ამაოხრებლები და გამანადგურებლები.
18 თავი ასწიე და მიმოიხედე!
ყველანი ერთად იკრიბებიან,+
შენთან მოდიან.
«ჩემს თავს ვფიცავ*, — ამბობს იეჰოვა, —მათით შეიმოსები და შეიმკობი,
როგორც პატარძალი, ისე მოირთვები მათით.
19 ერთ დროს აოხრებული, გაპარტახებული და ნანგრევებად ქცეული შენი მიწა+ხალხს ახლა ევიწროება საცხოვრებლად;+შორს იქნებიან შენი შთამნთქმელები.+
20 ვაჟები, რომლებიც შვილებდაკარგულს შეგეძინა, შენ გასაგონად იტყვიან:„მევიწროება აქაურობა,
მომეცი საცხოვრებელი ადგილი“.+
21 გულში იტყვი:„ვინ არის მათი მამა?მე ხომ შვილებდაკარგული და უნაყოფო ქალი ვარ,გადასახლებული და დატყვევებული.
ვინ დაზარდა ესენი?+
მე თვითონ მიტოვებული ვიყავი,+და ესენი საიდან მოვიდნენ?“»+
22 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:
„აი, ხელს აღვმართავ ერებისთვისდა ჩემს ნიშანს აღვუმართავ ხალხებს.+
ხელში აყვანილს მოგიყვანენ ძეებსდა მხრებით ატარებენ შენს ასულებს.+
23 მეფეები გიპატრონებენ+და დედოფლები გეყოლება ძიძებად.
პირქვე დაემხობიან შენ წინაშე+და ფეხებიდან მტვერს აგილოკავენ.+გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა;
ჩემი მოიმედეები არ შერცხვებიან“.+
24 განა ძლიერს წაერთმევა ის, ვინც უკვე დაატყვევა?!განა ტყვეები თავს დააღწევენ სასტიკ მმართველს?!
25 აი, რას ამბობს იეჰოვა:
„ძლიერ კაცს ტყვეები წაერთმევა+და სასტიკი მმართველის ტყვეები თავს უშველიან.+
შევეწინააღმდეგები შენს მოწინააღმდეგეებს+და გადაგირჩენ ვაჟებს.
26 საკუთარ ხორცს ვაჭმევ შენს მჩაგვრელთ;საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ახალი ღვინით.
ყოველი ხორციელი გაიგებს, რომ მე ვარ იეჰოვა,+შენი მხსნელი+ და გამომსყიდველი,+იაკობის ძლიერი“.+