ესაია 47:1—15
47 ჩამოდი და მტვერში ჩაჯექი,ბაბილონის ქალწულო!+
დაჯექი მიწაზე უტახტოდ,+ქალდეველთა ასულო,რადგან აღარ გიწოდებს ხალხი სათუთსა და განებივრებულს.
2 აიღე ხელსაფქვავი და დაფქვი!
რიდე აიხადე,
შემოიძარცვე კალთები, გაიშიშვლე ფეხები,
გადალახე მდინარეები.
3 გამოჩნდება შენი სიშიშვლე!
საქვეყნოდ შერცხვები.
შურს ვიძიებ+ და წინ ვერავინ გადამეღობება*.
4 „ჩვენი გამომსყიდველიისრაელის წმინდაა;+ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი“.
5 ჩუმად იჯექი და სიბნელეში შედი,ქალდეველთა ასულო!+აღარ გიწოდებენ სამეფოთა ქალბატონს.+
6 განვრისხდი ჩემს ხალხზე.+
შევბღალე ჩემი საკუთრება+და ხელში ჩაგიგდე ის.+
შენ კი არ შეიბრალე ისინი,+
მოხუცებულსაც კი მძიმე უღელი დაადგი.+
7 ამბობდი, ყოველთვის ქალბატონი ვიქნები, მარადიულადო.+
არ დაუკვირდი ყოველივე ამას,არ დაფიქრდი შედეგზე.
8 ახლა კი ისმინე, განცხრომის მოყვარულო,+უსაფრთხოდ რომ ზიხარ და გულში ამბობ,
მე ვარ, რაც ვარ, ვერავინ შემედრება,+
არც დავქვრივდები
და არც შვილებს დავკარგავო.+
9 მაგრამ ერთიცა და მეორეც მოულოდნელად, ერთ დღეში, დაგატყდება თავს:+
შვილებსაც დაკარგავ და დაქვრივდები კიდეც.
სრულად დაგატყდება თავს ეს ყოველივე,+რადგან* ბევრს ჯადოქრობდი და დიდი ძალა ჰქონდა შენს ჯადოებს.+
10 შენი ბოროტების იმედად იყავი.
ამბობდი, ვერავინ მხედავსო.
შენმა სიბრძნემ და ცოდნამ გზას აგაცდინა;გულში ამბობ, მე ვარ და სხვა არავინ არისო.
11 უბედურება გეწევადა შენი ჯადოები ვერ გიშველის.
გასაჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ თავიდან;
უეცრად გეწევა განადგურება, რომლის მსგავსიც ჯერ არ გინახავს.+
12 მიდი აკეთე ჯადოები, ბევრი იჯადოქრე,+რასაც სიყმაწვილიდან მთელი ძალ-ღონე შეალიე.
იქნებ იხეირო, იქნებ შიშის ზარი დასცე ხალხს.
13 დაგქანცა მრავალმა მრჩეველმა;
ახლა ადგნენ და გიხსნანცის თაყვანისმცემლებმა*, ვარსკვლავებს რომ მისჩერებიან,+ახალმთვარობისას რომ გიცხადებენ,
რა გელის მომავალში.
14 აი, ნამჯას დაემსგავსნენ.
ცეცხლი დაწვავს მათ;
თავს ვერ დააღწევენ მის ალს.
გასათბობად არ იქნება მისი ნაკვერჩხლები,ვერ ჩამოსხდებიან მასთან.
15 ასეთებად იქცევიან შენთვის მომნუსხველები,ისინი, ვისთან ერთადაც სიყმაწვილიდან ირჯები.
მიმოიფანტებიან და იხეტიალებენ.
არ გეყოლება მხსნელი!+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „არავის შევხვდები კეთილად“.
^ ან შესაძლოა: „არადა“.
^ ან შესაძლოა: „ცის გამყოფებმა“. იგულისხმებიან ასტროლოგები.