ესაია 30:1—33

  • „ფუჭია შველა ეგვიპტელთაგან“ (1—7).

  • ხალხს არ სურს წინასწარმეტყველური ცნობის მოსმენა (8—14).

  • ძალა მინდობაშია (15—17).

  • იეჰოვა წყალობას უყოფს თავის ხალხს (18—26).

    • იეჰოვა დიდებული მოძღვარია (20).

    • „ეს არის გზა!“ (21).

  • იეჰოვა დასჯის ასურეთს (27—33).

30  „ვაი ჯიუტ ძეებს,+ — ამბობს იეჰოვა, —გეგმებს რომ ახორციელებენ, მაგრამ არა ჩემსას;+კავშირს რომ კრავენ*, მაგრამ არა ჩემი სულით,რათა ცოდვას ცოდვა დაუმატონ.   ეგვიპტისკენ მიემართებიან+ ჩემ დაუკითხავად,+მფარველობა რომ სთხოვონ ფარაონსდა ეგვიპტის ჩრდილში პოვონ თავშესაფარი!   შერცხვებით, ვინც ფარაონს სთხოვეთ მფარველობა,და დამცირდებით, ვინც ეგვიპტის ჩრდილში პოვეთ თავშესაფარი.+   მისი მთავრები ცოანში არიან,+და მისმა დესპანებმა ხანესს მიაღწიეს.   შერცხვებიან იმ ხალხის გამო,არაფერში რომ არ არგიათ,არც შველა და არც ხეირი რომ არაა მათგან,მხოლოდ — სირცხვილი და შეურაცხყოფა!“+  სამხრეთის ცხოველებისთვის გამოტანილი განაჩენი: გასაჭირისა და ვაების მიწის გავლით,სადაც ლომი, მბრდღვინავი ლომი,გველგესლა და ელვასავით სწრაფი გესლიანი გველი ბინადრობენ,ვირების ზურგით მიაქვთ თავიანთი სიმდიდრედა აქლემების კუზით — თავიანთი მარაგი, მაგრამ ეს ვერას არგებს ხალხს.   ფუჭია შველა ეგვიპტელთაგან,+ ამიტომაც ვუწოდე „უქმად მჯდომი რახაბი“.+   «ახლა მიდი და დაწერე ფილაზე მათ თვალწინ,და ჩაწერე ეს წიგნში+მომავალი დღეებისთვის,მარადიული მოწმობისთვის.+   ეს ურჩი ხალხია,+ მატყუარა ძეები არიან,+რომლებსაც არ სურთ იეჰოვას კანონის მოსმენა.+ 10  ისინი ეუბნებიან წინასწარმხილველებს: „ნუ ხედავთ ხილვებს“, და წინასწარმეტყველთ: „ნუ გვიწინასწარმეტყველებთ სიმართლეს,+ საამო სიტყვები გველაპარაკეთ და ცრუ ხილვები ნახეთ.+ 11  გზიდან ჩამოგვეცალეთ და ბილიკიდან გადადით. მოგვაშორეთ ისრაელის წმინდა!“»+ 12  ამიტომ ასე ამბობს ისრაელის წმინდა: „რაკი უკუაგდეთ ჩემი ნათქვამი,+სიცრუესა და თაღლითობაზე გიჭირავთ თვალიდა ამაზე ხართ დაიმედებული,+ 13  ეს დანაშაული თქვენთვის დახეთქილი კედელივით იქნება,გამოზნექილი მაღალი კედელივით, რომელიც სადაცაა ჩამოიქცევა, რომელიც მოულოდნელად, თვალის დახამხამებაში ჩამოინგრევა. 14  დაამტვრევენ მას მეთუნის დიდი დოქივით,ისე დაამსხვრევენ, რომ მის ნატეხებს შორის ისეთი ნატეხიც კი არ აღმოჩნდება,ბუხრიდან ნაკვერჩხლები რომ გამოჩხრიკოანდა გუბიდან* წყალი ამოიღო“. 15  აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, ისრაელის წმინდა: „თუ დამიბრუნდებით და მშვიდად იქნებით, გადარჩებით.თქვენი ძალა მშვიდად ყოფნასა და მინდობაში იქნება“;+ მაგრამ თქვენ არ ინდომეთ.+ 16  ამბობდით: „არა, ცხენებით გავიქცევით!“ ჰოდა, გაიქცევით კიდეც! „ფეხმარდ ცხენებზე ავმხედრდებით!“+ ჰოდა, ფეხმარდნი იქნებიან თქვენი მდევრებიც!+ 17  ათასი აკანკალდება ერთის მუქარაზე.+ხუთის მუქარაზე გაიქცევით,სანამ ბოძივით არ შემორჩებით მთის მწვერვალზედა აღმართული ნიშანივით — გორაზე.+ 18  იეჰოვა მოთმინებით იცდის, რომ წყალობა გიყოთ+და წამოიმართება, რომ შეგიბრალოთ,+ რადგან იეჰოვა სამართლიანი ღმერთია.+ ბედნიერია ყველა, ვინც ელის მას.+ 19  აღარ იტირებ,+ როცა ხალხი სიონში, იერუსალიმში,+ დამკვიდრდება. ის უსათუოდ შეგიწყალებს, როცა მოესმება შენი ღაღადი; როგორც კი გაიგონებს, გიპასუხებს.+ 20  იეჰოვა პურად გასაჭირს მოგცემს და წყლად — ჩაგვრას,+ მაგრამ მეტად აღარ დაიმალება შენი დიდებული მოძღვარი და შენი თვალით დაინახავ შენს დიდებულ მოძღვარს.+ 21  თუ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ,+ შენს ყურს უკნიდან მოესმება ხმა: „ეს არის გზა,+ იარეთ მასზე!“ 22  წაბილწავთ თქვენი გამოთლილი ქანდაკებების ვერცხლის ვარაყს და ოქროს, რომლითაც თქვენი ჩამოსხმული ქანდაკებებია დაფერილი.+ ისე გადააგდებთ, როგორც ქალი აგდებს ნაჭერს ყოველთვიური სისხლდენის დროს, და ეტყვით, მოშორდითო*!+ 23  ის აწვიმებს შენს დათესილ თესლს,+ და მიწა უხვად მოგცემს ნოყიერ პურს.+ იმ დღეს შენი ცხვარ-ძროხა ვრცელ საძოვრებზე იბალახებს.+ 24  შენი საქონელი და ვირები, მიწას რომ ამუშავებენ, მჟაუნაგარეულ საკვებს შეჭამენ, ნიჩბითა და ფიწლით განიავებულს. 25  დიდი ხოცვა-ჟლეტის დღეს, როცა კოშკები დაეცემა, ყოველ მაღალ მთასა თუ გორაზე იდინებს წყაროები და ნაკადულები.+ 26  სავსე მთვარის სინათლე მზის სინათლესავით გახდება, მზის ნათელი გაშვიდმაგდება,+ თითქოს შვიდი დღის სინათლემ ერთბაშად გამოანათაო, იმ დღეს, როცა იეჰოვა შეუხვევს მოტეხილობას თავის ხალხს+ და მოუშუშებს დარტყმით მიყენებულ მწვავე ჭრილობას.+ 27  აი, იეჰოვა* შორიდან მოდისგანრისხებული, სქელი ღრუბლებით; მისი ბაგეები რისხვით არის სავსედა მისი ენა შთამნთქმელი ცეცხლივითაა;+ 28  მისი სული წამლეკავი მდინარესავითაა, ყელამდე რომ სწვდება,რათა გაცრას ერები განადგურების საცერში.ხალხებს აღვირს ამოსდებს+ და გზა-კვალს აურევს მათ. 29  ისეთ სიმღერას იმღერებთ,დღესასწაულისთვის მზადების ღამეს რომ მღერით,+და გულით გაიხარებთ,როგორც ის, ვინც სალამურის დაკვრით*იეჰოვას, ისრაელის კლდის, მთაზე ადის.+ 30  იეჰოვა გააგონებს თავის დიდებულ ხმას+და დაანახვებს თავის მკლავს,+ როცა დაუშვებს მას რისხვით,+შთამნთქმელი ცეცხლის ალით,+ თავსხმით,+ ჭექა-ქუხილითა და სეტყვით.+ 31  იეჰოვას ხმა თავზარს დასცემს ასურეთს;+იგი კვერთხს დაჰკრავს მას.+ 32  ყოველ ჯერზე, როცა იეჰოვა დამსჯელ კვერთხსმოუქნევს ასურეთსდა ბრძოლაში ხელს მოუღერებს მას,+დაირისა და ქნარის ხმა გაისმება.+ 33  მისი თოფეთი*+ უკვე გამზადებულია;მეფისთვისაც არის გამზადებული.+ ღრმა და ფართო ადგილი ამოავსო შეშით,უხვად არის ცეცხლი და შეშა. გოგირდის მდინარესავით იქნება იეჰოვას სუნთქვადა ცეცხლს გააჩაღებს იქ.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ღვრიან დასაღვრელ შესაწირავს“. სავარაუდოდ, შეთანხმების დადების ნიშნად.
ან შესაძლოა: „წყალსატევიდან“.
ან შესაძლოა: „სიბილწეს უწოდებთ“.
სიტყვასიტყვით — „იეჰოვას სახელი“.
ან შესაძლოა: „სალამურის ხმაზე“.
ამ შემთხვევაში წარმოადგენს ცეცხლით განადგურების სიმბოლოს.