ეზეკიელი 45:1—25
45 «როცა მიწას დაინაწილებთ,+ შესწირეთ შესაწირავი იეჰოვას — წმინდა წილი თქვენი მიწიდან,+ სიგრძით 25 000 წყრთა* და სიგანით 10 000 წყრთა.+ მიწის ეს ნაწილი წმინდა წილი იქნება.
2 მიწის ამ მონაკვეთში გამოყოფილი იქნება ოთხკუთხედის ფორმის წილი წმინდა ადგილისთვის 500 წყრთა 500 წყრთაზე;+ მას ყოველი მხრიდან 50 წყრთაზე საძოვრები ექნება.+
3 გაზომილიდან გადაზომე 25 000 წყრთა სიგრძისა და 10 000 წყრთა სიგანის ნაკვეთი; იქ იქნება ტაძარი, რაც წმინდაა.
4 ეს იქნება წმინდა წილი მღვდლებისთვის,+ რომლებიც ტაძარში მსახურობენ და უახლოვდებიან იეჰოვას, რომ ემსახურონ.+ ეს იქნება ადგილი მათი სახლებისთვის და წმინდა ადგილი ტაძრისთვის.
5 ტაძარში მომსახურე ლევიანებისთვის გამოყოფილი იქნება 25 000 წყრთა სიგრძისა და 10 000 წყრთა სიგანის ნაკვეთი.+ მათი საკუთრება იქნება 20 სასადილო ოთახი.+
6 ქალაქის საკუთრებად გაიღეთ 25 000 წყრთა სიგრძის (წმინდა შესაწირავის სიგრძის ტოლი) და 5 000 წყრთა სიგანის ნაკვეთი.+ ეს ადგილი მთელი ისრაელისთვის იქნება განკუთვნილი.
7 თავკაცს მიწა წმინდა შეწირული მიწისა და ქალაქისთვის გამოყოფილი ადგილის ორივე მხარეს ექნება; ეს მიწა შეწირული წმინდა მიწისა და ქალაქისთვის გამოყოფილი ადგილის გვერდებზე იქნება, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს. მისი სიგრძე დასავლეთი საზღვრიდან აღმოსავლეთ საზღვრამდე ტომთათვის განკუთვნილი წილის ტოლი იქნება.+
8 ეს მიწა იქნება მისი საკუთრება ისრაელში. ჩემი თავკაცები ცუდად აღარ მოეპყრობიან ჩემს ხალხს.+ ისინი ისრაელებს მიწას ტომების მიხედვით დაუნაწილებენ.+
9 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „კმარა, ისრაელის თავკაცებო!
ნუღარ იქნებით მოძალადენი და მჩაგვრელნი. აღასრულეთ სამართალი და სიმართლე.+ ნუღარ წაართმევთ ჩემს ხალხს ქონებას,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
10 გქონდეთ ზუსტი სასწორი, ზუსტი ეფა და ბათის ზუსტი საწყაო;+
11 დადგენილი საწყაოთი უნდა განისაზღვროს ეფაცა და ბათიც; ხომერის მეათედი უნდა იყოს ბათიც და ეფაც; საწყაო უნდა იყოს ხომერი.
12 შეკელი+ 20 გერა უნდა იყოს; 20 შეკელი, 25 შეკელი და 15 შეკელი 1 მანე იქნება თქვენთვის.
13 აი, რა უნდა შესწიროთ: 1 ხომერი ხორბლიდან — ეფის მეექვსედი, 1 ხომერი ქერიდანაც — ეფის მეექვსედი;
14 ზეთი ბათის საწყაოთი უნდა აიწყოს. ბათი კორის მეათედია, და 10 ბათი 1 ხომერია, რადგან 1 ხომერი 10 ბათია.
15 ისრაელებმა შესაწირავად თავიანთი ფარიდან ყოველი მე-200 ცხვარი უნდა გაიღონ. ეს შესაწირავი მათ მარცვლეულ შესაწირავთან,+ მთლიანად დასაწვავ მსხვერპლთან+ და სამშვიდობო მსხვერპლთან+ ერთად მიიტანონ, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი მათთვის,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა. —
16 ამ შესაწირავს+ ისრაელები თავკაცს მიუტანენ.
17 თავკაცი იქნება პასუხისმგებელი დღესასწაულებზე,+ ახალმთვარობებსა და შაბათებზე,+ ისრაელების ყველა დღესასწაულზე,+ მთლიანად დასაწვავი მსხვერპლის,+ მარცვლეული შესაწირავისა+ და დასაღვრელი შესაწირავის მიტანაზე. ის იქნება პასუხისმგებელი ცოდვის შესაწირავის, მარცვლეული შესაწირავის, მთლიანად დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის მიტანაზე, რათა შესრულდეს გამოსყიდვის წესი ისრაელთათვის“.
18 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „პირველი თვის პირველ დღეს აიყვანე საღი მოზვერი საქონლიდან და განწმინდე ტაძარი ცოდვისგან.+
19 აიღებს მღვდელი ცოდვის შესაწირავის სისხლს და წაუსვამს ტაძრის წირთხლს,+ სამსხვერპლოზე შემოვლებული შვერილის ოთხივე კუთხეს და შიდა ეზოს კარიბჭის წირთხლს.
20 ეს უნდა გააკეთო თვის მე-7 დღეს მისთვის, ვინც ნებით ან უნებლიეთ შესცოდავს.+ გამოსყიდვის წესი უნდა შეასრულო ტაძრისთვის.+
21 პირველი თვის მე-14 დღეს პასექის დღესასწაული იზეიმეთ.+ შვიდი დღის განმავლობაში ხმიადი ჭამეთ.+
22 იმ დღეს წარადგენს თავკაცი მოზვერს ცოდვის შესაწირავად თავისთვის და იმ მიწის მკვიდრთათვის.+
23 შვიდდღიანი დღესასწაულის განმავლობაში ყოველდღე წარუდგენს ის იეჰოვას მთლიანად დასაწვავ მსხვერპლად შვიდ საღ მოზვერს და შვიდ საღ ვერძს;+ ამასთან ერთად მან ცოდვის შესაწირავად ყოველდღიურად უნდა მიიყვანოს თითო ვაცი.
24 მან მოზვერთან და ვერძთან ერთად თითო-თითო ეფა მარცვლეული შესაწირავიც მიიტანოს, თითო ეფაზე თითო ჰინი ზეთიც მიიტანოს.
25 მე-7 თვის მე-15 დღიდან შვიდი დღის განმავლობაში, დღესასწაულის პერიოდში,+ მან კვლავ მიიყვანოს ცოდვის შესაწირავი, მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი, მიიტანოს მარცვლეული შესაწირავი და ზეთი“».
სქოლიოები
^ იგულისხმება გრძელი წყრთა. იხ. დანართი ბ14.