ეზეკიელი 12:1—28

  • ნაწინასწარმეტყველები გადასახლების განსახიერება (1—20).

    • გადასახლებისთვის გამზადებული ბარგი (1—7).

    • თავკაცი სიბნელეში წავა (8—16).

    • წუხილის პური და შიშის წყალი (17—20).

  • გამონათქვამის სიცრუის გამოაშკარავება (21—28).

    • „ჩემი ყველა სიტყვა დაუყოვნებლივ შესრულდება“ (28).

12  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 2  „კაცის ძეო, ურჩ ხალხს შორის ცხოვრობ. თვალები აქვთ, რომ დაინახონ, მაგრამ ვერ ხედავენ, ყურები აქვთ, რომ მოისმინონ, მაგრამ არ ესმით,+ რადგან ურჩია ეს ხალხი.+ 3  კაცის ძეო, ჩაალაგე ბარგი და მოემზადე გადასახლებისთვის. დღესვე წადი გადასახლებაში, ისე რომ დაგინახონ. მათ დასანახავად წადი გადასახლებაში, შენი სახლიდან სხვაგან. ეს ხალხი ურჩია, მაგრამ იქნებ დაფიქრდნენ. 4  გამოიტანე დღისით შენი ბარგი, გადასახლებისთვის გამზადებული ბარგი, ისე რომ დაგინახონ; მათ დასანახავად საღამოს წადი, ვითომ გადასახლებაში მიდიხარ.+ 5  შემდეგ მათ დასანახავად გამოანგრიე კედელი და იქიდან გაიტანე შენი ბარგი.+ 6  მათ თვალწინ აიკიდე და სიბნელეში წაიღე. სახე დაიფარე, რომ მიწა ვერ დაინახო; ნიშნად გაქცევ ისრაელისთვის“.+ 7  მეც მიღებული ბრძანებისამებრ მოვიქეცი. დღისით გამოვიტანე ჩემი ბარგი, გადასახლებისთვის გამზადებული ბარგი; საღამოს საკუთარი ხელით გამოვანგრიე კედელი და, როცა დაბნელდა, ბარგი გამოვიტანე, მოვიკიდე მათ დასანახავად და წავედი. 8  დილით კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 9  «კაცის ძეო, არ გკითხა ისრაელმა, ურჩმა ხალხმა, რას აკეთებო? 10  გადაეცი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ეს არის განაჩენი იერუსალიმის თავკაცისა+ და იქ მცხოვრები ისრაელებისთვის“. 11  უთხარი მათ: „ნიშანი ვარ თქვენთვის.+ რაც მე გავაკეთე, მათაც იმავეს გაუკეთებენ. გადაასახლებენ მათ, ტყვედ წაასხამენ.+ 12  მათი თავკაციც მოიკიდებს ბარგს და სიბნელეში წავა. კედელს გამოანგრევს და იქიდან გაიტანს ბარგს.+ სახეს დაიფარავს, რომ მიწა ვერ დაინახოს. 13  სანადირო ბადეს გავუშლი თავკაცს და შიგ გაებმება.+ წავიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა მიწაზე, მაგრამ ვერ დაინახავს იმ მიწას; იქ მოკვდება ის.+ 14  მის გარშემომყოფთ, მის დამხმარეთ და მის ჯარს ყველა მიმართულებით გავფანტავ+ და მახვილს დავადევნებ.+ 15  როცა გავფანტავ ხალხებში და მიმოვფანტავ სხვადასხვა მიწაზე, მაშინ გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა. 16  ცოტანი გადაურჩებიან მახვილს, შიმშილსა და ჭირს, რომ მთელ თავიანთ სისაძაგლეზე მოუყვნენ იმ ხალხებს, რომელთა შორისაც გაიფანტებიან; მაშინ მიხვდებიან, რომ მე ვარ იეჰოვა“». 17  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 18  «კაცის ძეო, კანკალით ჭამე პური და შფოთითა და წუხილით სვი წყალი.+ 19  მაგ ხალხს გადაეცი, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა ისრაელის მიწაზე მცხოვრებ იერუსალიმის მკვიდრებზე: „წუხილით შეჭამენ პურს და შიშით დალევენ წყალს; გავერანდება მიწა+ იქ მცხოვრებ მოძალადეთა გამო.+ 20  განადგურდება დასახლებული ქალაქები და გაპარტახდება მიწა;+ გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა“».+ 21  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 22  «კაცის ძეო, ეს რა გამონათქვამი გაქვთ ისრაელში, დღე დღეს მისდევს, მაგრამ ხილვა არ სრულდებაო?!+ 23  უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დავავიწყებ ხალხს ამ გამონათქვამს და მეტად აღარ იტყვიან მას ისრაელში“. გადაეცი მათ, ახლოვდება დრო,+ როცა ყველა ხილვა ახდება-თქო. 24  აღარ იქნება ისრაელში ცრუ ხილვა და ყურის მაამებელი მკითხაობა.+ 25  „მე, იეჰოვა, ვიტყვი, და რასაც ვიტყვი, შესრულდება, არ დაყოვნდება;+ თქვენს დროს,+ ურჩო ხალხო, სიტყვას ვიტყვი და შევასრულებ“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა». 26  კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 27  «კაცის ძეო, ისრაელები ამბობენ: ხილვა, რომელსაც ის ხედავს, შორეულ მომავალში შესრულდება, შორეულ მომავალზე წინასწარმეტყველებსო ის.+ 28  ამიტომ გადაეცი მათ, აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „ჩემი ყველა სიტყვა დაუყოვნებლივ შესრულდება; რასაც ვიტყვი, ახდება“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».

სქოლიოები