იოანეს გამოცხადება 7:1—17

  • ოთხი ანგელოზი ოთხ გამანადგურებელ ქარს აკავებს (1—3).

  • 144 000 ბეჭედდასმული (4—8).

  • თეთრი სამოსით შემოსილი უამრავი ხალხი (9—17).

7  ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი, რათა არ ექროლათ არც მიწაზე და არც ზღვაზე და არც რომელიმე ხისთვის დაებერათ. 2  ვიხილე სხვა ანგელოზიც, მზის ამოსავლიდან ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისთვის: 3  „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ+ შუბლზე+ ჩვენი ღვთის მონებს“. 4  გავიგონე ბეჭედდასმულთა, ისრაელის ყველა ტომიდან+ ბეჭედდასმულთა, რიცხვი, 144 000:+ 5  იუდას ტომიდან 12 000 ბეჭედდასმული,რეუბენის ტომიდანაც 12 000,გადის ტომიდანაც 12 000, 6  აშერის ტომიდანაც 12 000,ნაფთალის ტომიდანაც 12 000,მენაშეს+ ტომიდანაც 12 000, 7  სიმონის ტომიდანაც 12 000,ლევის ტომიდანაც 12 000,ისაქარის ტომიდანაც 12 000, 8  ზებულონის ტომიდანაც 12 000,იოსების ტომიდანაც 12 000და ბენიამინის ტომიდანაც 12 000 ბეჭედდასმული. 9  ამის შემდეგ გავიხედე და დავინახე უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან;+ იდგნენ ისინი ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი,+ ხელში პალმის ტოტები ეჭირათ+ 10  და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს,+ და კრავს+ ვუმადლით!“ 11  ყველა ანგელოზი ტახტის, უხუცესებისა+ და ოთხი ცოცხალი არსების ირგვლივ იდგა. ისინი პირქვე დაემხვნენ ტახტის წინ, თაყვანი სცეს ღმერთს 12  და თქვეს: „ამინ! ქება-დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძლიერება და ძალა ჩვენს ღმერთს მარადიულად!+ ამინ!“ 13  მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი+ და საიდან მოვიდნენ?“ 14  მე მაშინვე მივუგე: „ჩემო ბატონო, ეგ შენ იცი“. მან კი მითხრა: „ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს,+ გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით+ გაათეთრეს. 15  ამიტომაც დგანან ღვთის ტახტის წინ; ისინი მისივე ტაძარში ემსახურებიან მას დღე და ღამე; ტახტზე მჯდომი+ თავის კარავს გაუშლის მათ.+ 16  აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც პაპანაქება შეაწუხებთ,+ 17  რადგან ტახტთან მყოფი კრავი+ დამწყემსავს+ მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება.+ მოსწმენდს ღმერთი მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“.+

სქოლიოები