იოანეს გამოცხადება 5:1—14

  • გრაგნილი შვიდი ბეჭდით (1—5).

  • კრავი გრაგნილს იღებს (6—8).

  • კრავი ღირსია, ახსნას გრაგნილის ბეჭდები (9—14).

5  ვიხილე, რომ ტახტზე მჯდომს+ მარჯვენა ხელში გრაგნილი ეჭირა, ორივე მხარეზე ნაწერი და შვიდი ბეჭდით საგულდაგულოდ დაბეჭდილი. 2  ვიხილე ძლიერი ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“ 3  მაგრამ ვერც ზეცაში, ვერც დედამიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შეძლო ამ გრაგნილის გახსნა და მასში ჩახედვა. 4  ბევრი ვიტირე, რადგან არავინ აღმოჩნდა ამ გრაგნილის გახსნისა და მასში ჩახედვის ღირსი. 5  ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: „ნუ ტირი. გაიმარჯვა+ ლომმა იუდას ტომიდან,+ დავითის+ ფესვმა,+ რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას მას შვიდი ბეჭედი“. 6  ტახტთან, ოთხ ცოცხალ არსებასა და უხუცესებს შორის+ ვიხილე კრავი,+ რომელიც თითქოს დაკლული იყო.+ მას შვიდი რქა და შვიდი თვალი ჰქონდა. მისი თვალები მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს+ განასახიერებს. 7  მივიდა იგი ტახტზე მჯდომთან და გამოართვა გრაგნილი, რომელიც მას მარჯვენა ხელში ეჭირა.+ 8  გრაგნილი რომ გამოართვა კრავმა, ოთხმა ცოცხალმა არსებამ და ოცდაოთხმა უხუცესმა+ მის წინაშე მუხლი მოიყარეს; თითოეულს ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდა. საკმეველი წმინდათა ლოცვებს განასახიერებს.+ 9  ისინი ახალ სიმღერას მღეროდნენ:+ „შენ ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაგკლეს და საკუთარი სისხლით გამოისყიდე ადამიანები ღვთისთვის+ ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან,+ 10  და ჩვენი ღვთის მსახურებად, მეფეებად+ და მღვდლებად+ აქციე; ისინი იქნებიან დედამიწის მმართველები“.+ 11  დავინახე ტახტის, ცოცხალ არსებათა და უხუცესთა ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზი და გავიგონე მათი ხმა; მათი რიცხვი ათი ათასობით ათი ათასი და ათასობით ათასი იყო.+ 12  ისინი ხმამაღლა ამბობდნენ: „კრავი, რომელიც დაიკლა,+ ღირსია, მიიღოს ძალაუფლება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა!“+ 13  გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება ზეცაში, დედამიწაზე,+ მიწის ქვეშ თუ ზღვაში, ყოველივე, რაც მათშია, ამბობდნენ: „ტახტზე მჯდომსა+ და კრავს+ კურთხევა, პატივი,+ დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“+ 14  ოთხივე ცოცხალი არსება ამბობდა: „ამინ!“ დაემხვნენ უხუცესები და თაყვანი სცეს ღმერთს.

სქოლიოები