მომსახურების გასაუმჯობესებლად ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს. ზოგიერთი ქუქი-ფაილი აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის და მათი უარყოფა შეუძლებელია. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გასცეთ ან არ გასცეთ ნებართვა დამატებითი ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, რომლებსაც ჩვენ მხოლოდ თქვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. არცერთი ეს მონაცემი არ გაიყიდება ან არ იქნება გამოყენებული მარკეტინგული მიზნებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ „ქუქი-ფაილებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიებით სარგებლობის დროს კონფიდენციალურობის დაცვა“. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები.
32 დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას.+ შეიკრიბნენ აარონთან და უთხრეს: „გაგვიკეთე ღმერთი, რომ წაგვიძღვეს,+ რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა“.2 აარონმა მიუგო: „მოხსენით ოქროს საყურეები+ თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მომიტანეთ“.3 მოიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები და მიუტანა აარონს.4 გამოართვა მან ოქრო, გააკეთა ხბოს ქანდაკება+ და საჭრისით დაამუშავა. ხალხი ამბობდა: ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანაო.+5 ეს რომ აარონმა დაინახა, მის წინ სამსხვერპლო ააგო და შესძახა: „ხვალ იეჰოვას დღესასწაულია!“6 მეორე დღეს დილაადრიან ადგნენ და დაიწყეს დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა. შემდეგ დასხდნენ, ჭამეს, სვეს, მერე კი სამხიარულოდ წამოიშალნენ.+7 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩადი, შენმა ხალხმა, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, თავი წაიბილწა!+8 მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომლითაც, ჩემი ბრძანებისამებრ, უნდა ევლოთ.+ გაიკეთეს ხბოს ქანდაკება, პირქვე ემხობიან მის წინაშე, მსხვერპლს სწირავენ და ამბობენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანაო“.9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ვხედავ, რომ ჯიუტია ეს ხალხი.+10 დიდად ვარ მათზე განრისხებული; ამიტომ მიმიშვი და ახლავე მუსრს გავავლებ, შენგან კი დიდ ერს წარმოვშობ“.+11 მოსე იეჰოვას, თავის ღმერთს, შეევედრა:+ «იეჰოვა, რატომ უნდა მოსპო შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან დიდი ძალითა და ძლიერი მკლავით გამოიყვანე?!+12 რატომ უნდა ათქმევინო ეგვიპტელებს, ბოროტი განზრახვით გაიყვანა ეგვიპტიდან, რომ მთებში დაეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო?!+ დააცხრე შენი რისხვა და ნუღარ დაატეხ უბედურებას შენს ხალხს.13 გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და ისრაელი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე: „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ თქვენს შთამომავალს+ და მივცემ აღთქმულ მიწას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდროს“».+14 გადაიფიქრა იეჰოვამ და აღარ დაატეხა თავის ხალხს უბედურება.+15 შეტრიალდა მოსე და ჩავიდა მთიდან. ხელში მოწმობის ორი ფილა+ ეჭირა,+ ორივე მხარეს დაწერილი, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც.16 ფილები ღვთის ნაკეთები იყო და, რაც ზედ ეწერა, ისიც ღვთის მიერ იყო ამოტვიფრული.+17 იესო ნავეს ძეს ხალხის ყვირილის ხმა მოესმა და მოსეს უთხრა: „ბრძოლის ყიჟინაა ბანაკში“.18 მან მიუგო:„ეს არც გამარჯვების სიმღერაადა არც დამარცხების მოთქმა;სულ სხვა ხმაა“.19 როგორც კი მოსე ბანაკს მიუახლოვდა და დაინახა ხბო+ და ხალხის ცეკვა, განრისხდა, ძირს დაყარა ფილები და დაიმტვრა ისინი.+20 აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, შემდეგ მტვრად აქცია,+ წყალზე მოაფრქვია და ისრაელებს დაალევინა.+21 მოსემ აარონს უთხრა: „რა გაგიკეთა ამ ხალხმა, რომ ამხელა ცოდვა ჩაადენინე?“22 აარონმა მიუგო: „ნუ განმირისხდები, ჩემო ბატონო. შენც კარგად იცი, რომ ეს ხალხი ბოროტებისკენ არის მიდრეკილი.+23 მითხრეს, გაგვიკეთე ღმერთი, რომ წაგვიძღვეს, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანაო.+24 მეც ვუთხარი, ვისაც ოქრო აქვს, მოიხსნას და მომიტანოს-მეთქი; ჩავყარე ცეცხლში და ეს ხბო გამოვიდა“.25 დაინახა მოსემ, რომ აიშვა თავი ხალხმა, ვინაიდან აარონმა არ შეაკავა ისინი; მათ მტრის დასაცინად გაიხადეს თავი.26 დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და დაიძახა: „ვინც იეჰოვას მხარეს ხართ, ჩემთან მოდით!“+ ყველა ლევიანი მასთან შეიკრიბა.27 მოსემ მათ უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „ყველამ შეიბით მახვილები. მოიარეთ მთელი ბანაკი და მოკალით თითოეულმა თქვენი ძმა, მეზობელი თუ ახლობელი“».+28 ლევიანები მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ; იმ დღეს მათ 3 000-მდე კაცი მოკლეს.29 მოსემ მათ უთხრა: „იეჰოვას მსახურებას მიეძღვენით დღეიდან, რადგან თითოეული თქვენგანი თავის ძესა და ძმას შეებრძოლა.+ დღეს გაკურთხებთ იგი“.+30 მეორე დღეს მოსემ ხალხს უთხრა: „უმძიმესი ცოდვა ჩაიდინეთ. ავალ იეჰოვასთან, იქნებ გამოვისყიდო თქვენი ცოდვა“.+31 დაბრუნდა მოსე იეჰოვასთან და უთხრა: „ამ ხალხმა მეტისმეტად დიდი ცოდვა ჩაიდინა; ოქროს ღმერთი გაიკეთა!+32 გთხოვ, მიუტევე მათ ეს ცოდვა,+ თუ არადა, ამომშალე შენი წიგნიდან“.+33 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან.34 ახლა წადი და წაიყვანე ხალხი იქ, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება+ და განსჯის დღეს პასუხს ვაგებინებ მათ თავიანთი ცოდვის გამო“.35 დაიწყო იეჰოვამ ხალხის დასჯა იმის გამო, რომ აარონს ხბო გააკეთებინეს.