ამოსი 3:1—15

  • ღვთის განაჩენის გაცხადება (1—8).

    • საიდუმლოთა განმცხადებელი ღმერთი (7).

  • სამარიისთვის გამოტანილი განაჩენი (9—15).

3  «ისმინეთ სიტყვა, რომელსაც იეჰოვა წარმოთქვამს თქვენზე, ისრაელებო, მთელ ერზე, რომელიც ეგვიპტიდან გამოვიყვანე:  2  „მხოლოდ თქვენ გცანით დედამიწის ყველა ხალხს შორის,+ ამიტომ პასუხს მოგთხოვთ ყველა თქვენი დანაშაულის გამო.+  3  განა ივლის ორი ერთად, თუ შეხვედრა არ დაუთქვეს ერთმანეთს?!  4  განა იბრდღვინებს ლომი ტყეში, თუ მსხვერპლი არ ეგულება?! განა დაიღრიალებს ლომი თავისი ბუნაგიდან, თუკი არაფერი დაუჭერია?!  5  განა გაებმება ჩიტი მახეში, თუ მიწაზე კაკანათი არ აგია*?! განა მოსწყდება ადგილიდან მახე, თუკი არაფერი დაუჭერია?!  6  თუ ქალაქში საყვირს ჩაჰბერეს, განა არ აკანკალდება ხალხი?! თუკი ქალაქში უბედურება მოხდება, განა იეჰოვასგან არ იქნება ეს?!  7  უზენაესი უფალი იეჰოვა ისე არაფერს გააკეთებს,თავისი საიდუმლო რომ არ გაუცხადოს თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს.+  8  ლომი ღრიალებს+ და ვის არ შეეშინდება?! უზენაესი უფალი იეჰოვა ლაპარაკობს და ვინ არ აწინასწარმეტყველდება?!+  9  გამოაცხადეთ აშდოდის გამაგრებული კოშკებიდანდა ეგვიპტის გამაგრებული კოშკებიდან, თქვით: „შეიკრიბეთ სამარიის მთების წინააღმდეგ,+ნახეთ მთელი ის არეულობადა თაღლითობა, რაც იქ ხდება.+ 10  მათ არ იციან იმის კეთება, რაც სწორია, — ამბობს იეჰოვა, —მათ, ვინც ძალადობითა და ძარცვით მოპოვებულით ივსებენ გამაგრებულ კოშკებს“. 11  ამიტომ, აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა:„მტერი შემოადგება შენს მიწას+და გამოგაცლის ძალას;გაიძარცვება შენი გამაგრებული კოშკები“.+ 12  აი, რას ამბობს იეჰოვა:„როგორც მწყემსი გამოჰგლეჯს ლომს ხახიდანცხვრის ორ ფეხს ან ყურის ნაგლეჯს,ასევე გამოჰგლეჯენ მტრის ხელიდან ისრაელებს, სამარიაში საუცხოო სარეცლებსა და დამასკურ ტახტებზე რომ სხედან.+ 13  ისმინეთ და გააფრთხილეთ იაკობის შთამომავლები, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი. 14  იმ დღეს, როცა პასუხს მოვთხოვ ისრაელს მთელი მისი ურჩობის გამო,+ბეთელის სამსხვერპლოებსაც მოვთხოვ პასუხს;+ მოიკვეთება სამსხვერპლოს რქები და მიწაზე დაიყრება.+ 15  დავაქცევ ზამთრის სახლსა და საზაფხულო სახლს. მოისპობა სპილოს ძვლის სახლები+ და ბოლო მოეღება დიდებულ სახლებს*,+ — ამბობს იეჰოვა“».

სქოლიოები

ან შესაძლოა: „თუ მასში სატყუარა არაა“.
ან შესაძლოა: „მრავალ სახლს“.