1 კორინთელები 6:1—20
6 განა გაბედავს რომელიმე თქვენგანი, სასამართლოში უმართლო მოსამართლესთან+ უჩივლოს+ სხვას და არა წმინდებთან?+
2 განა არ იცით, რომ ქვეყნიერებას+ წმინდები გაასამართლებენ?+ და თუ ქვეყნიერება თქვენ უნდა გაასამართლოთ, უმნიშვნელო საქმეების განსჯა+ აღარ შეგიძლიათ?
3 განა არ იცით, რომ ანგელოზებს გავასამართლებთ?+ მაშ, ცხოვრებისეული საქმეები რატომ არ განვსაჯოთ?
4 და თუ ცხოვრებისეული საქმეები გაქვთ განსასჯელი,+ ნუთუ ისეთებს ირჩევთ მოსამართლეებად, რომლებიც კრებისთვის არაფერს წარმოადგენენ?+
5 თქვენ შესარცხვენად ვამბობ ამას.+ ნუთუ მართლა არავინ არის თქვენ შორის ბრძენი,+ რომელიც შეძლებს, გაარკვიოს, რომელი ძმაა მართალი,
6 ძმა რომ ძმას უჩივის სასამართლოში და თანაც ურწმუნოებთან?+
7 ერთმანეთს რომ ედავებით სასამართლოში, ეს თქვენი სრული დამარცხებაა.+ რატომ არ არჩევთ უსამართლობის ატანას?+ რატომ არ არჩევთ მოტყუებულად დარჩენას?+
8 პირიქით, თქვენივე ძმებს ექცევით უსამართლოდ და ცდილობთ, რამე გამოსტყუოთ.+
9 როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ?+ თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები,+ ვერც კერპთაყვანისმცემლები,+ ვერც მრუშები,+ ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ,+ ვერც მამათმავლები,+
10 ვერც ქურდები, ვერც ხარბები,+ ვერც ლოთები,+ ვერც მლანძღველები და ვერც გამომძალველები ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.+
11 ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი,+ მაგრამ განიბანეთ,+ განიწმინდეთ+ და მართლებად იქენით აღიარებული+ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით+ და ჩვენი ღვთის სულით.+
12 ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია.+ ყველაფერი ნებადართულია+ ჩემთვის, მაგრამ არაფერს დავემონები.+
13 საჭმელი მუცლისთვის არის, ხოლო მუცელი — საჭმლისთვის,+ მაგრამ ღმერთი ბოლოს მოუღებს ერთსაც და მეორესაც.+ სხეული სიძვისთვის კი არ არის, არამედ უფლისთვის,+ უფალი კი — სხეულისთვის.+
14 ღმერთმა აღადგინა უფალი+ და ჩვენც აღგვადგენს მკვდრეთით+ თავისი ძალით.+
15 განა არ იცით, რომ თქვენი სხეულები ქრისტეს+ სხეულის ნაწილებია?+ განა შემიძლია ავიღო ქრისტეს სხეულის ნაწილები და მეძავის სხეულის ნაწილებად ვაქციო?+ არავითარ შემთხვევაში!
16 როგორ?! არ იცით, რომ ვინც მეძავს უერთდება, მისი ერთხორცი ხდება? ვინაიდან „ორნი ერთი ხორცი იქნებიან“,+ — ამბობს ის.
17 მაგრამ, ვინც უფალს უერთდება, ერთი+ სულია+ მასთან ერთად.
18 გაექეცით სიძვას.+ ნებისმიერი სხვა ცოდვა, რომელსაც ადამიანი სჩადის, სხეულის გარეშეა. ის კი, ვინც მეძაობს, საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს.+
19 როგორ?! არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია+ თქვენში მყოფი წმინდა სულისა,+ რომელიც ღვთისგან მიიღეთ? და თქვენ საკუთარ თავს აღარ ეკუთვნით,+
20 რადგან ფასით ხართ ნაყიდნი.+ ამიტომ განადიდეთ ღმერთი+ თქვენი სხეულებით.+