გამოცხადება 13:1—18
13 ის ზღვის ქვიშაზე+ დადგა.
ვიხილე ზღვიდან+ ამომავალი ათრქიანი+ და შვიდთავიანი+ მხეცი,+ რომელსაც რქებზე ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი+ სახელები ჰქონდა.
2 მხეცი, რომელიც ვიხილე, ჯიქს+ ჰგავდა, მაგრამ ფეხები დათვის+ ფეხებს მიუგავდა, პირი კი — ლომის+ ხახას. დრაკონმა+ მხეცს მისცა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება.+
3 ვიხილე, რომ ერთ თავს სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობა+ შეუხორცდა და მთელი დედამიწა აღტაცებული გაჰყვა მხეცს.
4 მათ თაყვანი სცეს დრაკონს, რადგან მან მისცა ძალაუფლება მხეცს. თაყვანი სცეს მხეცს და თქვეს: „ვინ არის ამ მხეცის მსგავსი და ვის შეუძლია მასთან შებრძოლება?“
5 მიეცა მას პირი, რომელიც ამპარტავნულად ლაპარაკობდა+ და მკრეხელობდა.+ მიეცა ძალაუფლებაც, რომ ორმოცდაორ თვეს+ ემოქმედა.
6 გააღო მან პირი ღვთის საგმობად,+ რათა დაეგმო მისი სახელი, სამკვიდრებელი და ზეცის მკვიდრნი.+
7 მას ნება მიეცა,+ ბრძოლა გაემართა წმინდების წინააღმდეგ და დაეპყრო+ ისინი. მიეცა მას ძალაუფლება ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.
8 დედამიწის ყველა მკვიდრი თაყვანს სცემს მას. ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული+ არც ერთი მათგანის სახელი არ არის ჩაწერილი სიცოცხლის გრაგნილში,+ რომელიც დაკლული+ კრავისაა.
9 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს.+
10 ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ მიდის.+ ვინც სხვას მახვილით მოკლავს, მახვილითვე უნდა მოკვდეს.+ აქ საჭიროა წმინდათა+ მოთმინება+ და რწმენა.+
11 ვიხილე სხვა მხეციც,+ მიწიდან ამომავალი,+ რომელსაც ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, მაგრამ დრაკონივით ლაპარაკობდა.+
12 ის იყენებს პირველი მხეცის+ მთელ ძალაუფლებას მის თვალწინ და აიძულებს დედამიწასა და მის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა შეუხორცდა.+
13 ახდენს დიდ ნიშნებს+ და ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა თვალწინ.
14 შეცდომაში შეჰყავს დედამიწის მკვიდრნი ნიშნებით, რომლებიც მხეცის თვალწინ მოსახდენად მიეცა მას, და ეუბნება დედამიწის მკვიდრთ, გააკეთონ იმ მხეცის ქანდაკება,+ მახვილით სასიკვდილო ჭრილობა+ რომ ჰქონდა მიყენებული, მაგრამ გაცოცხლდა.
15 მას ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა, რათა მხეცის ქანდაკებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ დახოცილიყო ყველა, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ქანდაკებას.+
16 ის იძულებულს ხდის ყველას,+ დიდებსა და პატარებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს, რომ დაასვან მათ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე+
17 და რომ ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი+ ან მისი სახელის რიცხვი.+
18 ეს სიბრძნეს მოითხოვს; გონიერმა გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს ადამიანის რიცხვია.+ მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.+