13 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2025
ჰაიტი
დატბორილი ქუჩა ქალაქ კაპ-აიტიენში (ჰაიტი)
წყალდიდობა ჩრდილოეთ ჰაიტიზე
2024 წლის 2 დეკემბერს დაწყებულმა გადაუღებელმა წვიმებმა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია ჩრდილოეთ ჰაიტის ზოგიერთ ნაწილში. ძლიერი ქარიშხლის შედეგად არაერთი სახლი და კომერციული ობიექტი დაინგრა. ათასობით ადამიანს მოუწია საცხოვრებლის დატოვება და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა. ოფიციალური მონაცემებით, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას.
დაზარალებული თანაქრისტიანები
სამწუხაროდ, დაიღუპა ჩვენი 65 წლის და და მისი 2 ოჯახის წევრი, მათ შორის 3 წლის შვილიშვილი.
დაშავდა 2 იეჰოვას მოწმე.
საცხოვრებლის დატოვება მოუწია 49 იეჰოვას მოწმეს.
დაინგრა 2 სახლი.
სერიოზულად დაზიანდა 2 სახლი.
მსუბუქად დაზიანდა 75 სახლი.
იეჰოვას მოწმეთა არცერთი დარბაზი არ დანგრეულა ან დაზიანებულა.
დაზარალებულთა დახმარება
სარაიონო ზედამხედველები და ადგილობრივი უხუცესები სულიერ და პრაქტიკულ დახმარებას უწევენ სტიქიის შედეგად დაზარალებულ თანაქრისტიანებს.
დახმარების საქმისთვის ორგანიზების გასაწევად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი.
ძალიან ვწუხვართ იმ სავალალო შედეგებისა და მსხვერპლის გამო, რაც ქარიშხალმა გამოიწვია ჰაიტიზე. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას, „თანამგრძნობ მამასა და ყოველმხრივ ნუგეშისმცემელ ღმერთს“, შეუძლია გააძლიეროს და ანუგეშოს თავისი მსახურები მსგავსი განსაცდელების დროს (2 კორინთელები 1:3, 4).