არჩეულ მასალაზე გადასვლა

საქართველო

განსაკუთრებული თარიღები საქართველოში

განსაკუთრებული თარიღები საქართველოში
  1. 17 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2017 — ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ საქართველოში მოსამართლეებმა და სამართალდამცავებმა არ უზრუნველყვეს მოწმეების უსაფრთხოება რელიგიური მოტივით განხორციელებული თავდასხმების დროს.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  2. 10 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2014 — „იეჰოვას მოწმეების ქრისტიანული კრება საქართველოში“ დარეგისტრირდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, რამაც გააუმჯობესა იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის სამართლებრივი მდგომარეობა.

  3. 7 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 2014 — ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბეღელურის საქმეზე დაადგინა, რომ საქართველოში სამართალდამცავებმა არ შეასრულეს თავიანთი უფლებამოსილება და არ დაიცვეს იეჰოვას მოწმეები, რომლებსაც რელიგიური მოტივით დაესხნენ თავს.

    ᲬᲐᲘᲙᲘᲗᲮᲔᲗ ᲛᲔᲢᲘ

  4. 6 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2013 — ფუნქციონირება დაიწყო ახალმა ადმინისტრაციულმა ოფისმა.

  5. 3 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2007 — ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გლდანის საქმეზე დაადგინა, რომ საქართველოში სამართალდამცავებმა არ შეასრულეს თავიანთი უფლებამოსილება და არ დაიცვეს იეჰოვას მოწმეები, რომლებსაც რელიგიური მოტივით დაესხნენ თავს.

  6. 28 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2003 — ხელახლა დარეგისტრირდა პენსილვანიის „საგუშაგო კოშკის“, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში; შემცირდა დევნის ფაქტები.

  7. 22 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2001 — საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირები რეგისტრაციიდან მოხსნა. იმატა დევნამ.

  8. 17 ᲝᲥᲢᲝᲛᲑᲔᲠᲘ, 1999 — დაიწყო იეჰოვას მოწმეების სასტიკი დევნა. პირველი შემთხვევა მოხდა გლდანში, როცა გახელებული ბრბო თავს დაესხა იეჰოვას მოწმეებს. მსგავსი სახის დევნები მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდებოდა.

  9. 27 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 1999 — საქართველო გახდა ევროსაბჭოს 41-ე წევრი ქვეყანა.

  10. 11 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ, 1998 — რეგისტრაციაში გატარდა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი: „პენსილვანიის (აშშ) საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების ფილიალი საქართველოში“.

  11. 17 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 1998 — რეგისტრაციაში გატარდა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი: „იეჰოვას მოწმეთა კავშირი“.

  12. 1969 — ჩამოყალიბდა იეჰოვას მოწმეების პირველი ჯგუფი.

  13. 1953 — საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში გახდა იეჰოვას მოწმე, დაბრუნდა ქვეყანაში და დაიწყო რელიგიური მოღვაწეობა.