არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ეკატერინა ოლშევსკაია, კრისტინა გოლიკი, ვალენტინა იერმილოვა და მარია მიასნიკოვა

9 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2024 |ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 6 ᲓᲔᲙᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2024
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | მტკიცე რწმენას ინარჩუნებენ განაჩენის მოლოდინში

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ – ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | მტკიცე რწმენას ინარჩუნებენ განაჩენის მოლოდინში

2024 წლის 6 დეკემბერს ბლაგოვეშჩენსკის საქალაქო სასამართლომ (ამურის ოლქი) დამნაშავედ ცნო კრისტინა გოლიკი, ეკატერინა ოლშევსკაია, მარია მიასნიკოვა და ვალენტინა იერმილოვა. მათ იძულებითი შრომა დააკისრეს; კრისტინასა და ვალენტინას ორი წლითა და ექვსი თვით, ხოლო მარიასა და ეკატერინას – ორი წლისა და ორი თვის ვადით. ოთხივე შრომა-გასწორების კოლონიაში იცხოვრებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს შეასრულებს.

ზოგადი ინფორმაცია

ძალიან გვამხნევებს ასეთი ერთგული დების მაგალითები. დარწმუნებულები ვართ, იეჰოვა კვლავაც დაიცავს და აკურთხებს მათ (ფსალმუნი 27:3).

დროის დიაგრამა

  1. 2018 წლის 20 ივლისი

    გაჩხრიკეს სახლები.

  2. 2021 წლის 22 ივლისი

    ოთხივე დის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  3. 2021 წლის 27 ივლისი

    კრისტინასა და მარიას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  4. 2021 წლის 3 აგვისტო

    ეკატერინას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  5. 2021 წლის 4 აგვისტო

    ვალენტინას დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  6. 2023 წლის 26 მაისი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.