2020 წლის 29 სექტემბერი
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
მოსამართლე პროკურატურას უბრუნებს და ელენა ბარმაკინას საქმეს მტკიცებულებების ნაკლებობის გამო
2020 წლის 29 სექტემბერს ქალაქ ვლადივოსტოკში მდებარე პერვორეჩენსკის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიტანა განაჩენი და ელენა ბარმაკინას საქმეზე და აღნიშნული საქმე უკან დაუბრუნა პროკურატურას. მოსამართლემ განაცხადა, რომ პროკურატურამ არ წარადგინა ელენა ბარმაკინას ექსტრემისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდების მხარდამჭერი საკმარისი მტკიცებულებები. პროკურატურას შეუძლია გაასაჩივროს აღნიშნული განაჩენი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ გაგრძელდება მანამ, სანამ პროკურატურა საფუძვლიან მტკიცებულებებს არ წარადგენს და ელენას წინააღმდეგ.