2022 წლის 17 აგვისტო
ᲠᲣᲡᲔᲗᲘ
განსაცდელების დროს ისინი სხვებს ამხნევებენ
ამა წლის 8 აგვისტოს გოლოვინის რაიონულმა სასამართლომ (მოსკოვი) დამნაშავედ ცნო ალექსანდრე სერებრიაკოვი და იური ტემირბულატოვი. ორივეს პირობითი მსჯავრი შეუფარდეს ექვსი წლის ვადით.მათთვის გამოტანილი სასჯელი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ისინი დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.
დროის დიაგრამა
2021 წლის 10 თებერვალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფე-ეს-ბესა და ეროვნული გვარდიის თანამშრომლებმა იეჰოვას მოწმეთა 16 ბინაში მოაწყეს ჩხრეკა. არსებული მონაცემებით, ორ ძმას სასტიკად გაუსწორდნენ, 18 კი დასაკითხად წაიყვანეს. ალექსანდრე და იური დააკავეს.
2021 წლის 12 თებერვალი
ორივე ძმა დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
2021 წლის 28 ოქტომბერი
იური გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც სიმსივნის ამოსაკვეთად ოპერაცია ჩაუტარდა.
2021 წლის 4 ნოემბერი
იური საავადმყოფოდან იზოლატორში დააბრუნეს.
2022 წლის 7 თებერვალი
დაიწყო სასამართლო მოსმენა.
ზოგადი ინფორმაცია
ალექსანდრე და იური ნამდვილად კარგ მაგალითს გვაძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს მოწყვეტილები იყვნენ, ისინი შორიდანაც ზრუნავდნენ მათზე. ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც უხვად დააჯილდოოს ეს ერთგული ძმები და მათი ოჯახის წევრები (1 ტიმოთე 5:8).