არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 30 მარტი
პერუ

წყალდიდობა და მეწყერი პერუში

წყალდიდობა და მეწყერი პერუში

ძლიერმა წვიმებმა პერუს 25 რეგიონიდან 24-ში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ნალექის რაოდენობა 10-ჯერ აღემატებოდა სეზონური წვიმების (დეკემბერი — მარტი) დროს მოსული ნალექის ნორმას. სინოპტიკოსები იტყობინებიან, რომ უამინდობა მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. იეჰოვას მოწმეები დახმარების ხელს უწვდიან დაზარალებულ თანამორწმუნეებსა და სხვებს.

წყალდიდობამ იეჰოვას მოწმეების 530-ზე მეტი სახლი და თაყვანისცემისთვის განკუთვნილი 6 შენობა (სამეფო დარბაზი) დააზიანა. ქალაქ ჰუარმიში, რომელიც პერუს დედაქალაქ ლიმადან 288 კილომეტრითაა დაშორებული, წყალდიდობის გამო ბევრი იეჰოვას მოწმე საკუთარი სახლის სახურავზე ათევდა ღამეებს.

პერუში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა დაზარალებულთა დახმარების 8 კომიტეტი ჩამოაყალიბა, რათა სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოწმეებზე ეზრუნათ; მათ შორის იმ 12 რეგიონში მცხოვრებ მოწმეებზეც, სადაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაზარალებულთა დახმარების კომიტეტმა სტიქიის ზონაში გაგზავნა 22 ტონა საკვები და 22 000 ლიტრზე მეტი სასმელი წყალი. მომდევნო კვირებში დამატებით გაიგზავნება 48 ტონა საკვები და 9 000 ლიტრზე მეტი სასმელი წყალი. სტიქიის ზონაში ასობით იეჰოვას მოწმე გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებში იღებს მონაწილეობას.

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან კოორდინირებას უწევს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

პერუ: ნორმან რ. ქრიფსი, +51-1-708-9000