არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები პუბლიკაციებითა და პატეფონით 1930-იანი წლების დასაწყისში

2021 წლის 13 დეკემბერი
ნიგერია

იეჰოვას მოწმეების ასწლიანი ისტორია ნიგერიაში

ერთ დროს პატარა ჯგუფი ახლა 400 000-ზე მეტს ითვლის! (1921—2021 წწ.)

იეჰოვას მოწმეების ასწლიანი ისტორია ნიგერიაში

ახლახან ნიგერიაში იეჰოვას მოწმეებმა ორი ღონისძიება გამართეს, რომლებიც მათ ქვეყანაში ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის 100 წლისთავს ეძღვნებოდა. 12 დეკემბერს ნიგერიის ყველა კრებამ მოისმინა წინასწარ ჩაწერილი სპეციალური პროგრამა. მოხსენებები და ინტერვიუები ეხებოდა ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის ისტორიას ნიგერიაში. პროგრამა გადაიცემოდა შემდეგ ენებზე: ეფიკი, იბო, ინგლისური, იორუბა, ნიგერიული ჟესტების ენა და პიჯინი (დასავლეთი აფრიკა). ორი დღით ადრე, 10 დეკემბერს, ამ ფაქტთან დაკავშირებით ფილიალში გამოფენაც მოეწყო სათაურით „გაბედულების 100 წელი“. ამჟამად ამ გამოფენის დათვალიერება მხოლოდ ფილიალში მომსახურე და-ძმებს შეუძლიათ, მომავალში კი სხვებსაც მიეცემათ ამის შესაძლებლობა.

უილიამ ბრაუნი (მარცხნივ), რომელსაც „ბიბლიის ბრაუნსაც“ ეძახდნენ, მისიონერებთან და ადგილობრივ და-ძმებთან ერთად ფილიალის შენობის წინ 1948 წელს

ეს გამოფენა მოგვითხრობს, რა გაბედულად ქადაგებდნენ და რა ძლიერ რწმენას ავლენდნენ მოწმეები ნიგერიაში მაშინაც კი, როცა ქვეყანაში პუბლიკაციები აიკრძალა, საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობის ტალღა აგორდა და სისხლიანმა სამოქალაქო ომმა იფეთქა. გამოფენაზე ციფრული მასალები და ისტორიული არტეფაქტებიცაა წარმოდგენილი. სტუმრები გაიგებენ, როგორ გაიზარდა მოწმეების რიცხვი ნიგერიაში 1921 წლის დეკემბრიდან მოყოლებული დღემდე. მაშინ ქვეყნის დედაქალაქში, ლაგოსში, მხოლოდ რამდენიმე დაინტერესებული ესწრებოდა ბიბლიის შესასწავლ კლასებს, დღეს კი ნიგერიაში 400 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობს.

დარწმუნებული ვართ, ნიგერიელი და-ძმების ისტორიაზე დაფიქრება თითოეულ ჩვენგანს შემატებას გაბედულებას (იოანე 16:33).