2022 წლის 29 სექტემბერი
ახალი ამბები სხვადასხვა ქვეყნიდან
ევროსასამართლო მხარს უჭერს თაყვანისცემის თავისუფლებას რუსეთსა და ლიეტუვაში
ამა წლის 7 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იეჰოვას მოწმეთა სასარგებლოდ. ამავე სასამართლომ ამა წლის 7 ივნისს დაადგინა, რომ რუსეთის მხრიდან 2017 წელს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო. იმავე დღეს სასამართლომ განიხილა სტანისლავ ტელიატნიკოვის საქმე, რომელიც სინდისის საფუძველზე უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე და დაადგინა, რომ ლიეტუვამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
7 ივნისის გადაწყვეტილებები არც რუსეთს და არც ლიეტუვას არ გაუსაჩივრებიათ ევროსასამართლოს დიდ პალატაში. შესაბამისად, ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ორივე ქვეყანა ვალდებულია კომპენსაცია გადაუხადოს დაზარალებულ მხარეებს.
ევროსასამართლოს მიერ დაკისრებული პასუხისმგებლობების თავიდან არიდების მიზნით 2022 წლის 11 ივნისს რუსეთმა დატოვა ევროსაბჭო. თუმცა სასამართლოს აქვს უფლებამოსილება, რომ ამა წლის 16 სექტემბრამდე ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო რუსეთს პასუხი მოსთხოვოს.
ვლოცულობთ, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებმა დაიცვას თაყვანისცემის თავისუფლება, რათა „კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და ღირსებით“ (1 ტიმოთე 2:1, 2).