2019 წლის 26 აპრილი
კოლუმბია
კოლუმბიაში იეჰოვას მოწმეებს ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის სიგელი გადასცეს
20 წელზე მეტია, რაც კოლუმბიაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები უფასო ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევიან ციხეებში. 2018 წლის 30 ნოემბერს პაულო ფრეირეს საგანმანათლებლო ცენტრმა იეჰოვას მოწმეებს გადასცა სიგელი ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ქალაქ ვალიედუპარის ციხეში ეწევიან. ამჟამად 50 პატიმარი ესწრება ბიბლიურ გაკვეთილებს.
იეჰოვას მოწმეები მთელი კოლუმბიის მასშტაბით 65 ციხეში ატარებენ 782 ბიბლიის შესწავლას. 1996 წლიდან მოყოლებული 60 პატიმარი გახდა იეჰოვას მოწმე.
ნევერ ანტონიო კავადიამ ბიბლიის შესწავლა ვალიედუპარის ციხეში დაიწყო და 1998 წელს მოინათლა. ის ციხიდან 2007 წელს გაათავისუფლეს. ბიბლიური განათლების შესახებ მან აღნიშნა: „ციხეში ყოფნის დროს ბიბლიური პრინციპები მიცავდა და მეხმარებოდა სიბრძნის შეძენაში. ბიბლიიდან ნასწავლმა აღმძრა, დიდი ცვლილებები მომეხდინა და მქონოდა მომავლის უტყუარი იმედი“.
ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ სასიხარულო ცნობა მსოფლიო მასშტაბით პატიმრების ყურამდეც მივიტანოთ; ამგვარად სრულდება იეჰოვას ნება, რომ „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).