რა გავაკეთო, როცა მშობლები ჩხუბობენ?
თავი 24
რა გავაკეთო, როცა მშობლები ჩხუბობენ?
ჩხუბობენ ხოლმე მშობლები შენი თანდასწრებით? თუ ჩხუბობენ, ძირითადად ვინ ან რა ხდება ამის მიზეზი?
□ ფული
□ საოჯახო საქმეები
□ ნათესავები
□ შენ
რას ეტყოდი მშობლებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს მათი ჩხუბი შენზე? დაწერე.
․․․․․
მშობლების ჩხუბი, გინდა თუ არ გინდა, იმოქმედებს შენზე. სხვა თუ არაფერი, გიყვარს შენი მშობლები და მათ გარეშე სიცოცხლე ვერ წარმოგიდგენია. ამიტომ შეიძლება ძალიან განიცდი, როცა ისინი კამათობენ. მარი ამბობს: „მიჭირს მშობლების პატივისცემა, როცა ვხედავ, რომ თვითონ არ სცემენ ერთმანეთს პატივს“.
როცა ხედავ, რომ მშობლები ჩხუბობენ, ერთ დასკვნამდე მიდიხარ: ისინი არ ყოფილან ისეთი იდეალურები, როგორიც შენ გეგონა. ამ მტკივნეული ფაქტის გაცნობიერების შემდეგ ათასგვარი შიში გეუფლება. თუ ხშირად ჩხუბობენ, შეიძლება იმის შიშიც გაქვს, რომ მშობლები გაშორდებიან ერთმანეთს. მარი ამბობს: „საკმარისია მშობლების ჩხუბის ხმა გავიგო და უკვე იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ მალე გაეყრებიან ერთმანეთს და მომიწევს იმის გადაწყვეტა, თუ რომელთან ვიცხოვრო. თან მეშინია, რომ და-ძმებს არ დამაშორონ“.
რატომ ჩხუბობენ მშობლები და რა უნდა გააკეთო ამ დროს?
რატომ ჩხუბობენ?
შენი მშობლები, ალბათ, ხშირ შემთხვევაში „სიყვარულით უთმენენ ერთმანეთს“ (ეფესოელები 4:2). თუმცა ბიბლია ამბობს, რომ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). გამონაკლისი არც შენი მშობლები არიან. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს, თუ დროდადრო ისინი ღიზიანდებიან და კამათობენ.
ნურც იმას დაივიწყებ, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმოთე 3:1). ოჯახის რჩენა, გადასახადები, დაძაბული სიტუაციები სამსახურში — ეს ყოველივე ტვირთად აწევთ მშობლებს და გავლენას ახდენს მათ ურთიერთობაზე. და თუ ორივე მშობელი მუშაობს, საოჯახო საქმეების განაწილება შეიძლება ჩხუბის კიდევ ერთი მიზეზი გახდეს.
თუ მშობლები ჩხუბობენ, ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი გაეყრებიან. მათ ალბათ ისევ უყვართ ერთმანეთი, უბრალოდ ზოგ საკითხში განსხვავებული აზრი აქვთ.
როცა ახლო მეგობრებთან ერთად ფილმს უყურებ ხოლმე, ყოველთვის ერთი აზრი გაქვთ? საეჭვოა. თუ ადამიანები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ განსხვავებული შეხედულებები არ ექნებათ. ასეა შენი მშობლების შემთხვევაშიც. ორივეს აღელვებს ფინანსური საკითხები, მაგრამ შესაძლოა მათ სხვადასხვა აზრი აქვთ იმაზე, თუ როგორ გაანაწილონ ხარჯები; ორივეს უნდა, რომ ოჯახმა ერთად დაისვენოს, მაგრამ მათ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ კარგ დასვენებაზე; ორივეს სურს, რომ სკოლაში კარგად ისწავლო, მაგრამ მათი აზრი არ ემთხვევა იმაში, თუ როგორ უნდა შეგიწყონ ხელი.
ამრიგად, ორი ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, ზოგჯერ ერთი და იმავე საკითხს სხვადასხვა თვალით უყურებს. და მაინც, მშობლების კამათი ადვილი მოსასმენი არ არის. რა უნდა იღონო?
რა იქნება კარგი
არ დაკარგო პატივისცემა. მშობლების გაუთავებელმა ჩხუბმა შეიძლება ძალიან დაგღალა. აქეთ უნდა გაძლევდნენ მაგალითს, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ამის მიუხედავად, მშობლებისადმი უპატივცემულოდ მოქცევას გამოსვლა 20:12; იგავები 30:17).
გამართლება არა აქვს. ამით კიდევ უფრო გაამწვავებ მდგომარეობას. თან იეჰოვა ღმერთიც მოელის, რომ მშობლებს პატივს სცემ და დაემორჩილები თუნდაც მაშინ, როცა ადვილი არაა ასე მოქმედება (შეიძლება მშობლები შენ გამო კამათობდნენ. მაგალითად, ასეთი სიტუაციები იქმნება მაშინ, როცა ერთ-ერთი მშობელი ქრისტიანია, მეორე კი — არა. თუ ისინი რელიგიურ საკითხებზე იკამათებენ, ღვთისმოშიში მშობლის და სიმართლის მხარეზე დგომა მოგიწევს (მათე 10:34—37). შენი პოზიცია ყოველთვის გამოხატე „რბილად და ღრმა პატივისცემით“. შენი საქციელის შემხედვარე მშობელმა, რომელიც ქრისტიანი არაა, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება შეიცვალოს თვალსაზრისი (1 პეტრე 3:15).
იყავი მიუკერძოებელი. როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობელი გთხოვს, რომელიმეს მხარე დაიკავო. ეცადე, მიუკერძოებელი იყო. შეგიძლია ბოდიში მოუხადო და დაახლოებით ასეთი რამ უთხრა: „მე ორივენი მიყვარხართ და ნუ მთხოვთ ასეთ რამეს. ეგ თქვენი გადასაწყვეტია“.
დაელაპარაკე. აუხსენი მშობლებს, როგორ მოქმედებს შენზე მათი ჩხუბი. ისეთი დრო შეარჩიე, როცა უფრო მეტად იქნებიან განწყობილი სასაუბროდ. პატივისცემით და მშვიდად უთხარი, რას განიცდი მათი ჩხუბის დროს — ღიზიანდები, იგავები 15:23; კოლოსელები 4:6).
ბრაზდები თუ შიში გეუფლება (რა არ ღირს
ნუ დაუწყებ ჭკუის სწავლებას. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და მშობლების პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებ. მაგალითისთვის წარმოიდგინე, რომ პატარა თვითმფრინავში ზიხარ და ხედავ, რომ პილოტი და მისი თანაშემწე ერთმანეთში დავობენ. შეიძლება ანერვიულდე, მაგრამ დაუწყებ პილოტს იმის კარნახს, თუ როგორ მართოს თვითმფრინავი?
ნურც მშობლებს დაუწყებ იმის კარნახს, თუ როგორ გადაჭრან თავიანთი პრობლემები. ეს უფრო გაართულებს მდგომარეობას. ბიბლიაში წერია: „კადნიერება უთანხმოებას იწვევს, მოთათბირეებთან კი სიბრძნეა“ (იგავები 13:10). უკეთესი იქნება, თუ მშობლები შენ გარეშე იმსჯელებენ თავიანთ პრობლემებზე (იგავები 25:9).
ნუ ჩაერევი. ჯერ ორი კაცის ჩხუბი როგორი მოსასმენია და სამის რაღა იქნება. ამიტომ ძალიანაც რომ გინდოდეს კამათში ჩარევა, ჯობს თავი შეიკავო. მშობლები თვითონ უნდა მორიგდნენ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს (1 თესალონიკელები 4:11). ასე რომ, მშობლების ჩხუბში ჩარევა არ ღირს.
ნუ გახდები ჩხუბის მიზეზი. ზოგი ახალგაზრდა თვითონ ხდება ხოლმე მშობლების ჩხუბის მიზეზი. მაგალითად, თუ დედა რამეზე უარს გეტყვის, შეიძლება მამასთან მიხვიდე და არ მოეშვა მანამ, სანამ არ დაითანხმებ. ასეთი გზით შეიძლება შენი გაიტანო, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო გაამწვავებ ისედაც დაძაბულ ურთიერთობას.
ნუ გადაუხდი სამაგიეროს. პიტერი მიხვდა, რომ მამას, რომელიც ხშირად ჩხუბობდა, არაქრისტიანულად ექცეოდა. ის ამბობს: „მინდოდა, თვითონაც გამემწარებინა იმის გამო, რომ მე, დედას და ჩემს დას გვამწარებდა“. მაგრამ მალე მან იწვნია თავისი მოქმედების შედეგები. სამაგიეროს გადახდა გალატელები 6:7).
გამოსავალი არ არის. ეს კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას (დაწერე, ამ თავში მოცემული რჩევებიდან რომლის გათვალისწინება გჭირდება ყველაზე მეტად. ․․․․․
თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ, შეიძლება ბევრი ვერაფერი შეცვალო. მაგრამ გჯეროდეს: იეჰოვა დაგეხმარება იმ უარყოფითი გრძნობების დაძლევაში, რომლებიც მათი კონფლიქტების გამო გიჩნდება (ფილიპელები 4:6, 7; 1 პეტრე 5:7).
ყოველმხრივ ეცადე ზემოთ მოცემული რჩევების გამოყენებას. გავა დრო და შეიძლება მშობლები უფრო სერიოზულად მოეკიდონ ამ პრობლემას. ვინ იცის, იქნებ შენი მშობლები ისე შეიცვალონ, რომ მათი ჩხუბის ხმა ვეღარც კი გაიგონო.
პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს.
საკვანძო ბიბლიური მუხლი
„თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს“ (კოლოსელები 4:6).
რჩევა
თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ, პატივისცემით და მშვიდად უთხარი, რომ გამოსავალი ეძებონ.
იცოდი, რომ . . . ?
ზოგჯერ მათაც კი მოსდით კამათი, ვისაც ერთმანეთი უყვართ.
რა უნდა გავაკეთო
თუ მშობლები კამათს დაიწყებენ ․․․․․
თუ მშობელი მეტყვის, რომ რომელიმეს მხარე დავიკავო ․․․․․
რა ვკითხო მშობლებს ამ საკითხზე? ․․․․․
როგორ ფიქრობ?
● რატომ ჩხუბობენ ხოლმე მშობლები?
● რატომ არ არის შენი მოსაგვარებელი მშობლების პრობლემები?
● რის სწავლა შეიძლება ასეთ დაძაბულ სიტუაციებშიც კი?
[ჩანართი 201 გვერდზე]
„მესმის, რომ ჩემი მშობლები იდეალურები არ არიან და მათაც აქვთ პრობლემები. ამაზე ფიქრი მეხმარება, როცა ისინი კამათობენ“ (კათრინი).
[ჩარჩო/სურათები 206, 207 გვერდებზე]
თუ მშობლები დასცილდნენ ერთმანეთს
მშობლების დაშორებამ შეიძლება ძალიან იმოქმედოს შენზე. შემდეგი რჩევები დაგეხმარება ასეთ სიტუაციაში.
● თავს ნუ მოიტყუებ. თავიდან შეიძლება იმის სურვილი გიჩნდება, რომ მშობლები როგორმე შეარიგო. ენი იხსენებს: «მას შემდეგ, რაც დედა და მამა ერთმანეთს დასცილდნენ, ზოგჯერ ბავშვებს ერთად გვასეირნებდნენ ხოლმე. მე და ჩემი და ერთმანეთს გადავუჩურჩულებდით: „წამო, წინ გავიქცეთ და დედიკო და მამიკო ერთად დავტოვოთ“. მაგრამ ეს არ ჭრიდა. ისინი არ შერიგებულან».
იგავების 13:12-ში ნათქვამია: „ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს“. იმედგაცრუებული რომ არ დარჩე, ნუ ეცდები მშობლების ცხოვრებაში ჩარევას. ისინი შენ გამო არ დაცილებულან და საეჭვოა, რომ შენ შეძლო მათი შერიგება (იგავები 26:17).
● ნუ შეიძულებ. თუ ერთ მშობელზე ან ორივეზე დაიბოღმები, ეს ისევ შენთვის იქნება ცუდი. ტომი იხსენებს, რას გრძნობდა 12 წლის ასაკში: „ვატყობდი, რომ მამის მიმართ ძალიან უარყოფითი გრძნობები მიჩნდებოდა. არ მინდა, ამას სიძულვილი დავარქვა, მაგრამ სიძულვილამდე ბევრიც არაფერი მაკლდა. თუ ჩვენზე ფიქრობდა, არ მესმოდა, რატომღა მიგვატოვა“.
თუმცა ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ მხოლოდ ერთი მშობელია ყველაფერში დამნაშავე. საეჭვოა, რომ მშობლებს ყველაფერი ჰქონდეთ შენთვის ნათქვამი იმაზე, თუ რატომ დასცილდნენ ერთმანეთს. ეს შეიძლება თვითონაც არ ესმოდეთ ბოლომდე. ამიტომ ნუ გააკეთებ დასკვნებს, როცა ყველა დეტალი არ იცი (იგავები 18:13). სავსებით ბუნებრივია, თუ გაბრაზებული ხარ და გარკვეული დროის მანძილზე თავს ვერ ერევი. მაგრამ, თუ არ შეებრძოლები უარყოფით გრძნობებს და სამაგიეროს გადახდაზე იფიქრებ, ეს ცუდ თვისებებს ჩამოგიყალიბებს. ბიბლია კარგ რჩევას გვაძლევს: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი“ (ფსალმუნი 37:8).
● სწორად განსაჯე. ზოგი ახალგაზრდა მეორე უკიდურესობაში ვარდება და მშობელს, რომელთანაც არ ცხოვრობს, აკერპებს. ერთი ახალგაზრდის მამას უყვარდა სმა და ქალებში სიარული. ის რამდენჯერმე წავიდა სახლიდან, ბოლოს კი გაეყარა ცოლს. მიუხედავად ამისა, ეს ბიჭი ლამის აღმერთებდა მამას.
ასეთი რამ არ არის უჩვეულო. ბევრი ბავშვი დედასთან ცხოვრობს და მამასთან ხანდახან მიდის. შვილებზე ყოველდღიურად ზრუნვა დედას უწევს. ყოველდღიურობის ნაწილი, ცხადია, დასჯაც არის. ალიმენტის მიღების მიუხედავად დედის ეკონომიკური მდგომარეობა განქორწინების შემდეგ უარესდება. მამის შემთხვევაში კი პირიქით ხდება. ამიტომ მამას უფრო მეტი საშუალება აქვს საჩუქრების საყიდლად და შვილის გასართობად. შვილსაც უხარია მამასთან წასვლა. დედა ამდენს ვერ წვდება, თან შვილს სულ იმას ეუბნება, რა გააკეთოს და რა — არა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა ახალგაზრდამ ქრისტიან მშობელთან ცხოვრებას უფრო შეძლებულ და ნაკლებად მომთხოვნ ურწმუნო მშობელთან ცხოვრება ამჯობინა (იგავები 19:4).
თუ შენც ფიქრობ ასეთი ნაბიჯის გადადგმაზე, ნუ აჩქარდები. გახსოვდეს, რომ შენ გჭირდება მშობელი, რომელიც სწორ მიმართულებას მოგცემს. ამაზე კარგს მშობელი შენი მომავლისთვის ვერაფერს გააკეთებს (იგავები 4:13).
[სურათი 202, 203 გვერდებზე]
თუ მშობლებს ჭკუის სწავლებას დაუწყებ, დაემსგავსები მგზავრს, რომელიც პილოტს მითითებებს აძლევს.