alfa27/stock.adobe.com

იესო ქრისტე წერტილს დაუსვამს დამნაშავეობას

იესო ქრისტე წერტილს დაუსვამს დამნაშავეობას

 იესოს კარგად ესმის იმ ადამიანების, ვინც დამნაშავეობისა და უსამართლობის გამო იტანჯებიან. მას უმოწყალოდ სცემეს, ცილი დასწამეს, უსამართლოდ გაასამართლეს და მტანჯველი სიკვდილით დასაჯეს. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად უდანაშაულო იყო, იესომ საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ (მათე 20:28; იოანე 15:13). მალე ის, როგორც ღვთის სამეფოს მეფე, წერტილს დაუსვამს დამნაშავეობას და „აღასრულებს სამართალს“ დედამიწაზე (ესაია 42:3).

 ბიბლია აღწერს, თუ როგორი იქნება მსოფლიო მას შემდეგ, რაც იესო მოქმედებას დაიწყებს:

  •   „აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“ (ფსალმუნი 37:10, 11).

 ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ მადლიერება იმ ყველაფრისთვის, რაც იესოს ჩვენთვის გაუკეთებია და მომავალში გააკეთებს? მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება იმ ცნობის შესახებ მეტის გაგებაა, რომელიც ღვთის სამეფოს ეხება და რომლის შესახებაც იესო ქადაგებდა (ლუკა 4:43). გაეცანით სტატიას „რა არის ღვთის სამეფო?