უსაფრთხოების პარამეტრები

მომსახურების გასაუმჯობესებლად ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს და სხვა მსგავს ტექნოლოგიებს. ზოგიერთი ქუქი-ფაილი აუცილებელია ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის და მათი უარყოფა შეუძლებელია. თუმცა თქვენ შეგიძლიათ გასცეთ ან არ გასცეთ ნებართვა დამატებითი ქუქი-ფაილების გამოყენებაზე, რომლებსაც ჩვენ მხოლოდ თქვენი მომსახურების გასაუმჯობესებლად ვიყენებთ. არცერთი ეს მონაცემი არ გაიყიდება ან არ იქნება გამოყენებული მარკეტინგული მიზნებისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ „ქუქი-ფაილებისა და სხვა მსგავსი ტექნოლოგიებით სარგებლობის დროს კონფიდენციალურობის დაცვა“. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები.

მათ შობის დღესასწაულზე ძვირფასი რამ იპოვეს

მათ შობის დღესასწაულზე ძვირფასი რამ იპოვეს

მილიონობით ქრისტიანი არ ზეიმობს შობას. რატომ იქცევიან ასე? ფიქრობენ, რომ ამით რაღაცას კარგავენ? არიან მათი ბავშვები გულდაწყვეტილი? აი, რას ამბობენ იეჰოვას მოწმეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ.

ივი

იესო ქრისტეს გახსენება: „სანამ იეჰოვას მოწმე გავხდებოდი, ეკლესიაში დავდიოდი, თუმცა არცთუ ისე ხშირად. ეს მხოლოდ შობის ან აღდგომის დღესასწაულებზე ხდებოდა. ამ დროსაც კი არ ვფიქრობდი იესო ქრისტეზე. დღეს შობას აღარ აღვნიშნავ, მაგრამ კვირაში ორჯერ ქრისტიანულ კრების შეხვედრებს ვესწრები და სხვებსაც ვასწავლი იმას, რასაც ბიბლია იესო ქრისტეზე ამბობს“, — ივი, ავსტრალია.

რეუბენი

გაცემით გამოწვეული სიხარული: „ძალიან მიხარია, როცა საჩუქარს მოულოდნელად მჩუქნიან. ძალიან მიყვარს სიურპრიზები! მიყვარს ღია ბარათების კეთება და სხვებისთვის სურათების ხატვა, რადგან ამით გულს ვუხარებ და მეც ვხარობ“, — რეუბენი, ჩრდილოეთი ირლანდია.

ემილი

გაჭირვებულთა დახმარება: „გვსიამოვნებს ავადმყოფებისთვის საჭმლის მომზადება. ზოგჯერ გასამხნევებლად მათთვის ყვავილები, ნამცხვრები და პატარა საჩუქრები მიგვაქვს. კარგია, რომ ამის გაკეთება წლის ნებისმიერ დროს შეგვიძლია“, — ემილი, ავსტრალია.

ვენდი

ოჯახთან ერთად დროის გატარება: „როდესაც ოჯახის წევრები ერთად ვიკრიბებით, ბავშვები სასიამოვნო გარემოში ეცნობიან პაპა-ბებიებს, ბიძებს, დეიდებს, მამიდებსა და მათ შვილებს. რადგანაც მხოლოდ დღესასწაულებზე არ ვხვდებით ერთმანეთს, დაძაბულობაც ნაკლებია და თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ, რომ ჩვენი შეკრების მიზეზი სიყვარულია და არა ვალდებულება“, — ვენდი, კაიმანის კუნძულები.

სანდრა

მშვიდობა: „შობის დღესასწაულის დროს ხალხს იმდენი საზრუნავი აქვს, რომ მშვიდობაზე არავინ ფიქრობს. მას შემდეგ, რაც ბიბლიური დანაპირები გავიგე, შვებით ამოვისუნთქე. დღეს ეჭვი აღარ მეპარება, რომ ჩემს შვილებს ბედნიერი მომავალი ექნებათ“, — სანდრა, ესპანეთი.