შენაწირი, რომელიც ძვირფასია იეჰოვასთვის
შენაწირი, რომელიც ძვირფასია იეჰოვასთვის
მოზამბიკში არსებულმა იეჰოვას მოწმეების ფილიალმა შემდეგი წერილი მიიღო:
„მე შვიდი წლის ბიჭი ვარ. ჯერ კიდევ დაწყებით სკოლაში დავდივარ. გიგზავნით ამ თანხას, რომელიც წიწილის გაზრდით ვიშოვე. მე ის თორმეტ ათას მეტიკალად (ერთი აშშ დოლარი) გავყიდე. მადლობა იეჰოვას, რომ წიწილა, რომელიც პირველად გავზარდე, მამალი გახდა. მსურს, ჩემი საჩუქარი იეჰოვას სამეფო საქმეს მოხმარდეს.
„P.S. ამ წერილის დაწერაში მამა დამეხმარა“.
ზოგი ფიქრობს, რომ გულუხვები მხოლოდ ისინი არიან, რომლებიც მატერიალურ სიმდიდრეს ფლობენ. მაგრამ ქვრივის შესახებ ბიბლიური ცნობის კითხვისას, რომელმაც საგანძუში „ორი ლეპტა“ ჩაყარა, შეგვიძლია დავინახოთ, რომ გულუხვობა დიდი რაოდენობით რამის გაცემა კი არ არის, არამედ მთელი გულით გაცემაა (ლუკა 21:1—4).
იეჰოვა აფასებს გულიდან გამომდინარე სიყვარულით გაღებულ ყველანაირ ძღვენს, როგორი უმნიშვნელოც უნდა იყოს, და უხვად აკურთხებს მათ, რომლებიც ბაძავენ მის ხელგაშლილობას იმით, რომ თავიანთ დროს, ენერგიას ან მატერიალურ სახსრებს სამეფოს ინტერესებს ახმარენ (მათე 6:33; ებრაელთა 6:10).