„ის საკუთარი ცხოვრების შემოწმებაში დამეხმარა“
„ის საკუთარი ცხოვრების შემოწმებაში დამეხმარა“
ეს თქვა 18 წლის გოგონამ, სახელად მარიამ, ქალაქ ჩერეპოვეციდან, წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ შესახებ. სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე იეჰოვას მოწმეთა ფილიალის ბიუროს, რომელიც ჩერეპოვეციდან დაახლოებით 400 კილომეტრით არის დაშორებული, მან მისწერა:
„ეს პუბლიკაცია მეხმარება ჩემი თავის, ჩემი მიზნებისა და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანების შემოწმებაში. პასუხები ვიპოვე იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. წიგნის კითხვისას მადლიერების ცრემლები მომდიოდა“.
მარია დასძენს: „ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს საბურველი ჩამოეხსნა ჩემს აღფრთოვანებისგან გაფართოებულ თვალებს. ეს საუკეთესო წიგნია, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს. ვერც ერთი წიგნი ვერ შეედრება მას, რადგან ის ბიბლიაზეა დაფუძნებული; იეჰოვა ღმერთის რჩევები კი საუკეთესოა“.
თუ თქვენც გსურთ ისარგებლოთ ინფორმაციით წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, შეგიძლიათ მიიღოთ ამ წიგნის ეგზემპლარი. ამისათვის შეავსეთ ამ ჟურნალის თანმხლები ტალონი და გააგზავნეთ ჟურნალის მე–5 გვერდზე მოცემულ შესაბამის მისამართზე.
□ გთხოვთ გამომიგზავნოთ წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“.
□ მსურს ბიბლიის უფასო საშინაო შესწავლა.